VIII საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია “ინტერნეტი და საზოგადოება”

VIII საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია “ინტერნეტი და საზოგადოება” (INSO2017)


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წლის  7- 8 ივლისს ატარებს VIII  საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციას “ინტერნეტი და საზოგადოება”.

 კონფერენციაზე მკვლევარებს და პრაქტიკოსებს შეუძლიათ წარმოადგინონ და განიხილონ ინტერნეტისა  და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების უახლესი ინოვაციები, ტენდენციები,  გამოცდილება და პრობლემები.

კონფერენციის თემებია:

    ინტერნეტის კანონმდებლობა
    ინტერნეტ ტექნოლოგიები და აპლიკაციები
    Web2 და Web3 განვითარების ახალი პარადიგმა

    სოციალური ქსელები
    ელექტრონული სწავლება
    ელექტრონული ბიზნესი
    ელექტრონული მთავრობა
    ინფორმაციული საზოგადოება
    კომპიუტერული ქსელები და კომუნიკაციები
    მოდელირება და სიმულაციები
    მონაცემთა ბაზები და მონაცემთა მართვა
    საწარმოს რესურსების დაგეგმვა
    საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებასა და მეცნიერებაში


სტატიის წარდგენის ბოლო ვადა –  2017  წლის 1 ივნისი

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული,  ინგლისური  და  რუსული.

კონფერენციაზე   წარდგენილი ინგლისურენოვანი   სტატიები  განთავსდება სამეცნიერო პუბლიკაციების  საძიებო სისტემაში  Google Scholar

    

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  ვებ-საიტზე    www.inso.ge

fShare
0