ბაგა-ბაღებში სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტთა დაჯილდოება

29 მარტს აწსუ უწყვეტი განათლების ცენტრში პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტების ქუთაისის ბაგა-ბაღებში პრაქტიკისა და პროფესიული კურსის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
აწსუ-სა და ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პედაგოგიური ფაკულტეტის თერთმეტმა სტუდენტმა წარმატებით გაიარა 3 თვიანი პედაგოგიური პრაქტიკა სკოლამდელი ინკლუზიური განათლების დაწესებულებებში. ამ პრაქტიკის განმავლობაში მათ ისწავლეს ბავშვის განვითარების სკრინინგ შეფასება ASQ-ს (ასაკები და საფეხურების სკრინინგ შეფასების ინსტრუმენტი); ბავშვის ქცევაზე დაკვირვება, მონაცემების ინტერპრეტირება, ლიდერ-პედაგოგის ასისტირება ბავშვებთან ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ აქტივობებში, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან.
სტუდენტებმა პრაქტიკამდე და პრაქტიკის შემდგომ ასევე გაიარეს თეორიული ცოდნის შეფასება ტესტირების სახით, დამატებითი ქულები დააგროვეს დასწრებისა და სუპერვაიზერების ქულების მინიჭების გზით, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას და ინკლუზიური განათლების განვითარებას რეგიონში.
ღონისძიებაზე პრაქტიკის წარჩინებულად კურსდამთავრებულ სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ.

 

fShare
0