კონკურსი Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში, გერმანია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს (1 ადგილი), აკადემიურ (1 ადგილი) და ადმინისტრაციულ პერსონალს (1 ადგილი).
სპეციალობები: ეკონომიკა, გერმანული ლიტერატურა და ლინგვისტიკა, კავკასიოლოგია და სლავისტიკა, გერმანული როგორც უცხო ენა, ბიოლოგია, არქეოლოგია და ანტიკური მეცნიერებები.
აუცილებელი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა (B2 სტუდენტები, C1 აკადემიური პერსონალი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2017/2018 სასწავლო წლის ზამთრის სემესტრი - 5 თვე
აკადემიური პერსონალი (ლექციების წაკითხვა ): 2017/2018 სასწავლო წლის ზამთრის სემესტრი - 12 დღე
ადმინისტრაციული პერსონალი: 2017/2018 სასწავლო წლის ზამთრის სემესტრი - 14 დღე

საჭირო დოკუმენტები:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/…/do¬cu…/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. სამოტივაციო წერილი
4. ნიშნების ფურცელი
5. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
6. პუბლიკაციების ჩამონათვალი (აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისათვის)
7. ცნობა სამუშაო ადგილიდან/სტუდენტის ცნობა
8. სასწავლო ხელშეკრულება (სტუდენტებისათვის), სამუშაო გეგმა (აკად./ადმინ. პერსონალისათვის)
https://www.uni-jena.de/onleila/cgi/…
9. თანხმობის წერილი მაპინძელი უნივერსიტეტიდან (აკად./ადმინ. პერსონალისათვის)

საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 21 აპრილამდე
აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504)
ან
იხილეთ: http://www.uni-jena.de/en/guest_studies.html

fShare
0