ილიაუნის „პოეზიის აფთიაქის“ კონკურსი „პოეზიის ა(მ)ბები“

20 აპრილს, 13:00 საათზე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართება ილიაუნის „პოეზიის აფთიაქის“ კონკურსის - „პოეზიის ა(მ)ბების“ პრეზენტაცია.
პროექტს წარადგენენ კონკურსის ჟიურის წევრები: იდეის ავტორი და ორგანიზატორი, ილიაუნის პროფესორი, პოეტი ცირა ბარბაქაძე, პოეტი პაატა შამუგია, მთარგმნელი, პროფ. გია ჯოხაძე, პროექტის კოორდინატორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფ. შორენა ბარბაქაძე. პროექტის წარდგენის შემდეგ პოეზიის საღამო გაიმართება.

დასწრება თავისუფალია

fShare
40