კონკურსი Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის
სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში, ესპანეთი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ /ადმინისტრაციულ პერსონალს.  
აუცილებელი მოთხოვნაა ესპანური ენის ცოდნა (B1 სტუდენტებისათვის)
დოქტორანტებმა და აკად./ადმინ. პერსონალმა სამუშაო ენა უნდა შეათანხმონ გრანადის უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტებთან).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი  - 5 თვე
აკადემიური  პერსონალი (ლექციების წაკითხვა მინ. 8სთ.) და ადმინისტრაციული პერსონალი: 2017/2018 სასწავლო წლის სექტემბერი-ივლისი - 5 დღე
საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 3 მაისამდე აწსუ  საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში.

 
დამატებითი ინფორმაცია და წარმოსადგენი დოკუმენტების სია იხილეთ დანართში
ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს
(III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504)

 

 

fShare
0