გერმანულენოვანი ქვეყნების დღეები აწსუში

7 ივნისის პროგრამა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყება მისასალმებელი სიტყვებით 13.00 საათზე N 1114 აუდიტორიაში. 13.15 - დან 14.00 საათამდე დაგეგმილია პროფ. ცოფურიშვილის მოხსენება „ქალები გერმანულ ენობრივ სივრცეში“ (N 1114 აუდიტორიაში) და ავსტრიის ელჩის არად ბენკოს მოხსენება “EU crises or chance, challenges and future scenarios” (სამკითხველოში). 14.00-დან 16.00 საათამდე მსურველები გაეცნობიან მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში. დასასრულს გაიმართება ვიქტორინა „სტუდენტურ კაფეში“ (16.00-დან 18.00 საათამდე), სადაც მონაწილეები თავიანთ ცოდნას აჩვენებენ და პრიზებსაც მოიგებენ.

 

 

fShare
0