ავსტრიის ელჩი აწსუ-ში

7 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავსტრიისა და გერმანიის საელჩოების, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრაზე სტუმრებს აწსუ რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე მიესალმა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. ავსტრიის პირველმა ელჩმა საქართველოში - არად ბენკომ აწსუ-სა და ავსტრიის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა. აწსუ-ს სტუდენტებს ავსტრიის ელჩმა საჯარო ლექცია ევროპულ ინტეგრაციაზე წაუკითხა.

 

fShare
0