ქართულ-ებრაული წიგნის პრეზენტაცია აწსუ-ში

მ/წლის 30 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ–ებრაული წიგნის, „საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აწსუ რექტორი გიორგი ღავთაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები, დიპლომატიური კორპუსის, ქართველი და ებრაელი საზოგადოების წარმომადგენლები და აწსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.
"საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია" დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ–ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის მხარდაჭერით გამოიცა.

 

fShare
0