მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია აწსუ-ში

მ/წლის 20 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეხუთე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია „ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“ გაიხსნა. კონფერენციაში ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ჩეხეთის, პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვისა და უკრაინის აკადემიური პერსონალი იღებს მონაწილეობას.
ეკონომიკური სფეროს სპეცილისტები ორი დღის განმავლობაში მსმენელებს თავიანთი ქვეყნების ეკონომიკური მოდელებს გაუზირებენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ აღნიშნა, რომ კონეფრენციის ფარგლებში ხდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოცდილების გაზიარება.
კონფერენცია 21 ოქტომბერს დასრულდება. გაიმართება შემაჯამებელი სხდომა და დისკუსია.

 

fShare
0