სატრენინგე კურსები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი აცხადებს მსმენელთა მიღებას სატრენინგო კურსზე „ენერგოაუდიტის საფუძვლები“.

სატრენინგე კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:
• ყველა საფეხურის საინჟინრო-ტექნიკური და ეკონომიკური განათლების მქონე სპეციალისტები;
• ადმინისტრაციული შენობების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი.

სატრენინგე კურსის მიზანი და ამოცანები:
• საზოგადოებრივი და ადმინისტრაციული შენობების ენერგიაუდიტის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნა;
• ენერგოაუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიისა და აუცილებელი მოწყობილობების გაცნობა;
• შენობების გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემების შესწავლა;
• ენერგოაუდიტის ჩატარებისათვის საჭირო მოწყობილობის გამოყენების შესწავლა;
• შენობის ენერგეტიკული პასპორტის არსი.
ტრენინგ-კურსები ხორციელდება პროექტის „მზის ენერგიის გამოყენებას - ახალი პროფესიული კადრები“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მიერ. პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში.

კურსები ჩატარდება 2017 წლის 13-18 ნოემბერს, აწსუ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტში. (ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი N98)

ტრენინგზე დასწრების მსურველები გადადით ლინკზე და შეავსეთ ანკეტა https://goo.gl/forms/1ZVzGM3IbFb21uAM2

 

fShare
18