კიევის ეროვნული ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი აწსუ-ში

მ/წლის 8 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიევის ეროვნული ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორი დიმიტრი ლუკიანენკო და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სტუმრები აწსუ რექტორს გიორგი ღავთაძესა და საგარეო ურთიერთობებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს დავით გეგეჭკორს შეხვდნენ და ორი უნივერსიტეტის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. კიევის დელეგაციამ მოინახულა აწსუ-ს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FAB LAB ATSU.

 

fShare
66