აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის  გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:

•    საჯარო პოლიტიკა: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
•    მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
•    საერთაშორისო ურთიერთობები: საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა დაკავშირებული თემები.
•    სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
•    ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
•    მხატვრული ლიტერატურა (განიხილება მხოლოდ  ჩამოთვლილ თემებზე):  სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება, ეთნიკური, უმცირესობებისა და ქალთა თანასწორობა, კონფლიქტების მოგვარება, გარემო, ანტიტრეფიკინგული და ანტიკორუფციული,  ინფორმაციის თავისუფლება (მათ შორის დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობა), ადამიანის უფლებები, საჯარო განათლება და ადვოკატირება, კანონის უზენაესობა და სამართლებრივი რეფორმა, მთავრობის გამჭვირვალობა.

უპირატესობა მიენიჭება უახლეს გამოცემებს;   
მინიმალური მოთხოვნილი ტირაჟი არის 1,000 ცალი მცირე ტირაჟის განხილვა შესაძლებელია გამონაკლისის სახით საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში.

გრანტიორი პასუხისმგებელია მფლობელისგან საავტორო უფლების ნებართვის მოპოვებაზე. ფინალში გადასვლის შემდეგ, აპლიკანტს მოეთხოვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი საავტორო უფლების ხელშეკრულების წარდგენა.

აპლიკანტს შეუძლია არა უმეტეს ხუთი (5) განაცხადის შემოტანა.

სათარგმნად შერჩეული ლიტერატურა არ უნდა იყოს ქართულ ენაზე უკვე გამოცემული. თარგმანი უნდა შესრულდეს ორიგინალი ენიდან.

პროგრამა ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსების საფუძველზე. აღნიშნულ პროექტში სხვა თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით).

კოალიციური პროექტის შემთხვევაში განაცხადს უნდა დაერთოს შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის თანხმობის წერილი, პროექტში მათი როლისა და პასუხისმგებლობების მითითებით.

განაცხადი და შეტანის წესები:

საპროექტო განაცხადები ელექტრონულად მიიღება 2018 წლის 23 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program). განაცხადები მიიღება მხოლოდ მითითებული ვადის ფარგლებში. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. პირველადი შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 6 კვირის განმავლობაში.

სავალდებულო დოკუმენტაცია:
•    შევსებული განაცხადის ფორმა
•    მთარგმნელის CV/რეზიუმე (მთარგმნელობითი გამოცდილებისა და ნათარგმნი ნაშრომების მითითებით)
•    საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების ასლი
•    თანადაფინანსების თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
•    პარტნიორი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)