სასწავლო პროცესის მართვის სამსახური

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის

 მართვის სამსახური(მოკლე ისტორია)


1933 წელს პედაგოგიური ინსტიტუტის ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა სასწავლო განყოფილება, რომელიც წლების განმავლობაში ინსტიტუტში და შემდეგ  უნივერსიტეტში, როგორც სასწავლო-მეთოდური განყოფილება  არსებული ნორმატიული დოკუმენტებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობდა, აკონტროლებდა და კორდინაციას უწევდა დეკანების, კათედრების, კაბინეტ–ლაბორატორიების სასწავლო–მეთოდურ საქმიანობას. დეკანებთან ერთად ორგანიზებას უწევდა მთელი სასწავლო პროცესისს მსვლელობას. 1999 წლის ოქტომბერში უნივერსიტეტის სასწავლო - მეთოდური განყოფილება გაიყო ორ ნაწილად  სასწავლო და მეთოდურ განყოფილებებად. მეთოდური განყოფილების  ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შედგენის, დამტკიცების, პედაგოგიური და საწარმოო პრაქტიკების ჩატარების ორგანიზაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა. სასწავლო და მეთოდური განყოფილების სამუშაო, განსაკუთრებით, მრავალმხრივი და შრომატევადი გახდა უნივერსიტეტის ორსაფეხურიან სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. შედგა ახალი სასწავლო გეგმები. განყოფილებებმა მართლაც და შესაშური საქმიანობა გასწია სასწავლო პროგრამების – შედგენა დამტკიცების საქმეში. ფაქტობრივად, მთლიანად უზრუნველყო სასწავლო გეგმებით, როგორც ბაკალავრიატი, ისე მაგისრტრატურა და ერთსაფეხურიანი სწავლება.
        2005 წლის იანვარში უნივერსიტეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სასწავლო და მეთოდური განყოფილებები გარდაიქმნა სასწავლო პროცესის მართვისა და განვითარების სამსახურად. მის ძირითად საქმიანობად იქცა უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ოპტიმიზაცია  სწავლების ორგანიზაცია ბოლონიის პროცესის მიხედვით. 2006 წლის  გაზაფხულზე უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმებიდან გამომდინარე ( 2006 წლის 23 თებერვალს გაერთიანდა აკაკი წერეთლის სახელობის  სახელმწიფო და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტები) ჩამოყალიბდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად იქცა სასწავლო-მეთოდური განყოფილება. 2010 წლის 16 ნოემბერს  საჯარო სამართლის იურიდიული პირი-სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიუერთდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს. უნივერსიტეტის რექტორატის გადაწყვეტილებით 2011 წლის იანვარში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს გამოეყო სასწავლო - მეთოდური განყოფილება და შეიქმნა სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, როგორც დამხმარე სტრუქტურული ერთეული. დამტკიცდა სამსახურის დებულება განისაზღვრა სამსახურის მიზნები და ამოცანები: სასწავლო მეთოდური მუშაობის, სასწავლო პროცესის მონიტორინგის, პედაგოგიური, საწარმოო და პროფესიული პრაქტიკის, მიმდინარე სასწავლო პროცესის წარმართვა ბაკალავრიატის,  ერთსაფეხურიანი, მაგისტრატურის, დოქტორანტურის და პროფესიული პროგრამების დონეზე; აკადემიური პერსონალის, სტუდენტთა აღრიცხვა და რეგისტრაცია; სასწავლო პროცესის   ორგანიზაცია და სრულყოფა; სასწავლო პროცესში სწავლება /სწავლის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშწყობა. ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,  ერთსაფეხურიანი, დოქტორანტურის და პროფესიული პროგრამების დონეზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების პროცესისათვის ხელშეწყობა;

fShare
0