ადვოკატირების კამპანია #გამიზიარეცოდნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი ახორციელებს ადვოკატირების კამპანიას #გამიზიარეცოდნა რომლის ფარგლებშიც 27 ნოემბერს პანელურ დისკუსიას უმასპინძლა. პანელის მომხსენებლები იყვნენ: გიორგი მშვენიერაძე, ირაკლი ფურცელაძე, ანა შალიკიანი, თემურ ჯვარშეიშვილი, ჟანა ბაბუნაშვილი, ალიმი ხერხაძე, სოფო საკანდელიძე და ილია კილაძე. სხვადასხვა პროფესიისა და სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანებმა განათლების მიღების პროცესში ნებისა და არჩევანის თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. მოხსენებების სერია გაიმართა ადვოკატირების კამპანიის #გამიზიარეცოდნა ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის  (SYNCS). 

fShare
0