სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის ცენტრი გთავაზობთ სერტიფიცირებული ქოუჩის და ბიზნეს ტრენერის ეკატერინე ბაბუნაშვილის ლექციას

ლექციაზე მსმენელები შეიტყობენ თუ რა არის ქოუჩინგი და რა ამოცანების გადაჭრას უწყობს ხელს ბიზნესსა თუ პირად ცხოვრებაში. მსმენელები გაიაზრებენ მიზნების სწორად დასახვის როლს პიროვნული განვითარებისთვის და ექნებათ საშუალება გაეცნონ სტრატეგიული დაგეგმვის საფუძვლებს ქოუჩინგის გამოყენებით.
ლექცია გასტანს 1 საათს და დაფარავს შემდეგ თემებს:
ქოუჩინგის არსი და გამოყენება;
ტვინის ფიზიოლოგია - როგორ გვიშლის ხელს და გვეხმარება ჩვენი ტვინი მიზნების მიღწევაში;
რატომ არის მნიშვნელოვანი სწორად ჩამოვაყალიბოთ მიზანი;
მიზნების დასახვის ინსტრუმენტები და SMARTER შკალა.
ლექცია ჩატარდება მწვანე დარბაზში 15 დეკემბერს 14:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

fShare
47