აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტები აწსუ-ში

მ/წლის 6 დეკემბერს, მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამის „მედიცინა+ PBL“ განმავითარებელი შეფასების მიზნით, აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტები - ლილიანა მარსელა როგოზეა და ბრუნო კარდინაუდი პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. შეფასების პროცესში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები და დამკვირვებლები. ექსპერტებს შეხვედრები ჰქონდათ აწსუ რექტორთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან, დეკანის მოადგილესთან, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, პროგრამის თვითშეფასების ჯგუფთან, პროგრამის ხელმძღვანელთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, კლინიკური ბაზების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და კურსდამთვრებულებთან. აღნიშნული ვიზიტის განმავლობაში მოხდა აკრედიტაციის ახალი სტანდარტების პილოტირება.

 

fShare
151