ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

  1. ჩვენს შესახებ
  2. ავტორიზაცია-აკრედიტაცია
  3. მობილობა
  4. კვლევები
  5. წესები და ინსტრუქცია
  6. ბოლონიის პროცესი და სასარგებლო ბმულები
  7. კონფერენციები
  8. კონტაქტი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური საკუთარი დებულების შესაბამისად ატარებს ღონისძიებებს უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხისა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. სამსახური ხელს უწყობს სწავლების და კვლევის ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით. ასევე ხელს უწყობს ბოლონიის პროცესის პრინციპების დანერგვას საერთაშორისო თანამშრომლობის და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის გზით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფუნქციაა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ორგანიზება.ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტრუქტურა

ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის.

ავტორიზაციის სტანდარტები

აკრედიტაცია

აკრედიტაციის მიზანია; აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

აკრედიტაციის სტანდარტები

მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია. მობილობის პროცესს არეგულირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი“. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.

1 ირმა გრძელიძე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
irma.grdzelidze@atsu.edu.ge ; igrdzelidze@yahoo.com
2 ნატო ალავიძე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების განყოფილების უფროსი
nato.alavidze@atsu.edu.ge: nato-alavidze@yandex.com
3 თეიმურაზ სურგულაძე დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელი

temsurg@yahoo.com, Teimuraz.surguladze@atsu.edu.ge

4 მათე ხვედელიძე მობილობის განოფილების უფროსი
mate.khvedelidze@atsu.edu.ge
5 თეა ვალიშვილი ანალიტიკური განყოფილების უფროსი
tea.valishvili@atsu.edu.ge

სრული სია

next
prev