2017

საგანმანათლებლო პროგრამებზე უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ #16

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

 10 ნოემბერი,  2017  წელი

 

დადგენილება 16(17/18)

საგანმანათლებლო პროგრამებზე უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ

 

   ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო პროგრამებზე უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმები დამტკიცდეს თანდართული ფორმით:

 

  1. ბაკალავრიატში  სწავლების შესახებ;
  2. დამატებით სემესტრში  სწავლების შესახებ;
  3. დოქტორანტურა
  4. ერთსაფეხურიანზე  სწავლების შესახებ;
  5. About Master’s Degree Studies ( ინგლისურენოვანი მაგისტრატურა);
  6. მაგისტრატურაში  სწავლების შესახებ;
  7. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების შესახებ;
  8. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლების შესახებ (მოდულური);
  9. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლების შესახებ (საგნობრივი);
  10. ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლების შესახებ

 

 

 

 

აკადემიური საბჭოს

თავმჯდომარე, რექტორი:                                პროფ. გიორგი  ღავთაძე

უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-მოდულების დამტკიცების შესახებ #13

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

10 ნოემბერი,  2017

 

დადგენილება №13(17/18)

უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-მოდულების დამტკიცების შესახებ

 

დამტკიცდეს უწყვეტი განათლების ცენტრის შემდეგი ტრენინგ-მოდულები თანდართული ფორმით (დანართი CD-დისკის სახით):

 

ტრენინგ-მოდული: ელექტრონული რესურსები კლასში - ვიდეო, ელექტრონული წიგნი.  ავტორები: ინგა კახიანი, თეიმურაზ სახელაშვილი, გიოგი ჩაჩუა. მოცულობა: 1 ECTS კრედიტი, საკონტაქტო 20 საათი, არასაკონტაქტო 5 საათი, 4 დღე.  ღირებულება – 120  ლარი.  

 

ტრენინგ-მოდული: თანამედროვე  ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებასა და შეფასებაში. ავტორები: ინგა კახიანი, თეიმურაზ სახელაშვილი, გიოგი ჩაჩუა. მოცულობა: 2 ECTS კრედიტი,  საკონტაქტო 36 საათი, არასაკონტაქტო 14 საათი, 9 დღე. ღირებულება  - 180 ლარი.

 

ტრენინგ-მოდული: ენერგოაუდიტის საფუძვლები; ავტორები: თენგიზ ნავერიანი, ქეთევან ცხაკაია, ლალი ზივზივაძე. ხანგრძლივობა: 18  საათი, 6 დღე; ღირებულება - 100 ლარი.

 

ტრენინგ-მოდული: მზის კოლექტორებისა და პანელების მონტაჟისა  და ექსპლუატაციის    ტექნიკოსი;  ავტორები: თენგიზ ნავერიანი, ლალი ზივზივაძე,  ქეთევან ცხაკაია;  ხანგრძლივობა: 18  საათი, 6 დღე; ღირებულება - 100 ლარი.

ტრენინგ-მოდული: მოკლე ტრენინგ –კურსი ოჯახის ექიმებისათვის:   “რეპროდუქციული ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში”. ავტორი: გულნარა  შელია (ტრენინგ–მოდული შექმნილია ა/ო „ასოციაცია ჰერა 21“–ის ინიციატივით და მხარდაჭერით,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში). ხანგრძლივობა:  18 საათი, 3 დღე; ღირებულება - 50 ლარი.

 

 

 

აკადემიური საბჭოს

            თავმჯდომარე, რექტორი:                                                პროფ. გიორგი ღავთაძე

სტუდენტის სტატუსის მოპოვების,  შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, მობილობის, კვალიფიკაციის მინიჭებისა და მიღებული განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ @12

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

 10 ნოემბერი,  2017

 

დადგენილება 12 (17/18)

სტუდენტის სტატუსის მოპოვების,  შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, მობილობის, კვალიფიკაციის მინიჭებისა და მიღებული განათლების  აღიარების 

წესის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ, საქართველოს კანონით პროფესიული განათლების შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #19/ნ ბრძანების - ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის #227 ბრძანების - სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების - „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის #111/ნ ბრძანების - პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ  ბრძანების შესაბამისად, დამტკიცდეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, მობილობის, კვალიფიკაციის მინიჭების, მიღებული განათლების აღიარების, სტუდენტთა უფლება-მოვალეობების წესი, თანდართული ფორმით.

 

 

აკადემიური საბჭოს

თავმჯდომარე, რექტორი:                                                           პროფ. გიორგი ღავთაძე

 

 

 

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

  • წინამდებარე წესი განსაზღვრავს უნივერსიტეტში, საფეხურების მიხედვით, სტუდენტის სტატუსის მოპოვების შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, მობილობის კვალიფიკაციის მინიჭების, მიღებული განათლების აღიარების, სტუდენტთა უფლება-მოვალეობების პროცედურულ საკითხებს.
  • უნივერსიტეტში სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, მობილობის, კვალიფიკაციის მინიჭებისა და მიღებული განათლების აღიარების წესი შესასრულებლად სავალდებულოა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისათვის.
  • სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, ერთსაფეხურიან, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, პროფესიულ, მასწავლებლის მოსამზადებელ და ქართულ ენაში მოსამზადებელ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

თავი II. სტუდენტის სტატუსის მოპოვება ბაკალავრიატის და ერთსაფეხურიან

საგანმანათლებლო პროგრამებზე

მუხლი 2. აწსუ-ს სტუდენტის სტატუსის მოპოვება

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში - აწსუ), უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვებას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესისა და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა აქტების შესაბამისად.
  • ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
  • დაწესებულებაში სტუდენტის სტატუსის მოპოვება უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ (საბაკალავრო) საფეხურზე და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ან მობილობის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის შესაბამისად. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით ან ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს აბიტურიენტს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების  კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამის ფაკულტეტზე/პროგრამაზე.
  • უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ (საბაკალავრო) საფეხურზე და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მქონე პირთა დაწესებულებაში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
  • უნივერსიტეტში ჩარიცხვის მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია მიმდინარეობს აწსუ-ში, რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.
  • აბიტურიენტთა ადმინისტრაიულ რეგისტრაციას ახორციელებს რექტორის ბრძანებით შექმნილი სარეგისტრაციო კომისია.
  • აბიტურიენტთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
  • აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის  წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც მტკიცდება რექტორის სამართლებრივი აქტით.
  • რეგისტრაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს უნივერსიტეტში სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ და დებს მათთან საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებას.
  • რექტორის სამართლებრივი აქტი გამოიცემა არა უგვიანეს პირველი ოქტომბრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა.
  • ის აბიტურიენტი, რომელიც შესულია რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ დადგენილ ვადაში ვერ მოხვდა რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში, უნივერსიტეტისათვის არმიმართვის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს აწსუ-ს ჩარიცხვის მოთხოვნით აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. რექტორი ვალდებულია, გამოსცეს ბრძანება ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.

 

მუხლი 3. სტუდის  სტატუსის  მოპოვება  ერთიანი  ეროვნული  გამოცდების  გავლის  გარეშე ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე

  • სტუდენტის სტატუსის მოპოვება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

გ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლ ობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

თავი III. სტუდენტის სტატუსის მოპოვება მაგისტრატურის საფეხურზე

მუხლი 4.  სტუდენტის სტატუსის მოპოვება მაგისტრატურაში

  • დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების ან მობილობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა/გამოცდები სპეციალობაში და უცხო ენაში.
  • გამოცდების ჩატარების ფორმა, მიმდინარეობა, კონკურსანტთა ნაშრომების გასწორების, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, კონკურსანტთა რანჟირების წესი მტკიცდება ყოველწლიურად  რექტორის სამართლებრივი ინდივიდუალური აქტით.
  • შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდა/გამოცდები დგინდება პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის კოლეგიური ორგანო ფაკულტეტის საბჭო და მტკიცდება რექტორის სამართლებრივი ინდივიდუალური აქტით.
  • მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო საკონკურსო გამოცდა ტარდება წერითი ფორმით ან კომპიუტერთან ტესტირებით.
  • უცხოენოვანი სამაგისტრო პროგრამებისათვის შესაძლებელია დადგინდეს ამ მუხლის 4.5. პარაგრაფისაგან განსხვავებული წესი, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებითა და რექტორის შესაბამისი ბრძანებით.
  • მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის მიღების საფუძველია კონკურსანტის წერილობითი განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
  • მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც წარმატებით გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი საუნივერსიტეტო გამოცდის ჩასაბარებლად გადის რეგისტრაციას და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციის ნუსხას, რომელიც მტკიცდება რექტორის სამართლებრივი აქტით.
  • უნივერსიტეტის შიგა საუნივერსიტეტიო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი ირიცხება უნივერსიტეტში, რომელიც მტკიცდება რექტორის სამართლებრივი აქტით.
  • რექტორის სამართლებრივი აქტი გამოიცემა არა უგვიანეს პირველი ოქტომბრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა.

 

ხლი 5. სტუდენტის სტატუსის მოპოვება საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სამაგისტრო პროგრამებზე

  • სტუდენტის სტატუსის მოპოვება საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ / სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები / კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში

გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საბაკალავრო ან ერთსაფეხურიან პროგრამაზე ჩაირიცხნენ ამ წესის მე-3 მუხლის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე;

 

 

 

თავი IV. სტუდენტის სტატუსის მოპოვება დოქტორანტურაში საფეხურზე

მუხლი 6. დოქტორანტის სტატუსის მოპოვება

  • დოქტორანტურაში სწავლების უფლება აქვს სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
  • დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა რეგისტრაციისას უნდა  წარმოადგინოს  განცხადება რექტორის სახელზე  შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების სურვილის შესახებ, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს, რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ნუსხა.

მუხლი 7. გამოცდების ჩატარების ორგანიზაცია

  • დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების ჩატარების მიზნით, იქმნება საუნივერსიტეტო კომისია საფაკულტეტო ქვეკომისიებით, რომლებიც შედგება საგნობრივი ჯგუფებისაგან.
  • დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა განისაზღვრება რექტორის სამართლებრივი აქტით.
  • კონკურსს ატარებს რექტორის სამართებრივი აქტით შექმნილი საუნივერსიტეტო კომისია.

მუხლი 8. დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების ჩატარების ფორმა

  • სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აუცილებელია ორი გამოცდის ჩაბარება სპეციალობასა და უცხო ენაში (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული ენა).
  • გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიები.
  • უცხო ენაში გამოცდის ტესტი არის B2 დონის. უცხო ენის გამოცდა ტარდება პერსონალურ კომპიუტერთან Online რეჟიმში.
  • B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე კონკურსანტები თავისუფლდებიან უცხო ენაში მისაღები გამოცდებისაგან.
  • დოქტორანტურაში სპეციალობის მისაღები გამოცდა ტარდება წერა-ზეპირის ფორმით.
  • სპეციალობის მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორის მიერ იქმნება კომისიები, რომლებაც უნდა წარმოადგინონ საგამოცდო ბილეთები შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ა. კონკრეტულ საგანში ბილეთების რაოდენობა უნდა იქნას არანაკლებ 20 - სა.

ბ. კონკრეტულ ბილეთში საკითხების რაოდენობა უნდა იქნას არანაკლებ 3- სა.

  • წარმოდგენილ ბილეთზე ხელს აწერს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის დეკანი და მოწმდება ფაკულტეტის ბეჭედით.
  • კონკურსანტის შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით.

მუხლი 9. სპეციალობაში კონკურსანტთა ნაშრომების გასწორება

  • კონკურსანთთა ნაშრომების გასწორების პროცედურა განისაზღვროს ყოველწლიურად რექტორის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 10 . კონკურსანტთა რანჟირება და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვა

  • უცხო ენასა და სპეციალობის გამოცდაზე მიღებული შეფასებების ჯამური ქულების მიხედვით თითოეული სადოქტორო პროგრამისათვის შედგეს მინიმალური კომპენტენციის ზღვარგადალახულ კონკურსანტთა რანჟირებული სია, სიაში კონკურსანტები დალაგდნენ  შეფასებების კლებადობის მიხედვით
  • კონკურსანტები, რომელთა რიგითი ნომრები კონკურსანტთა რანჟირებულ სიებში არ აღემატება შესაბამისი სადოქტორო პროგრამისათვის განსაზღვრული საკონკურსო ადგილების რაოდენობას, სათანადო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე რექტორის ბრძანებით ჩაირიცხებიან უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.
  • ჯამური ქულების თანაბრობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს სპეციალობის გამოცდაში მიღებულ ქულას.
  • ჯამური ქულების და სპეციალობის გამოცდაში მიღებული ქულის თანაბრობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს შესამამისი ფაკულტეტის საბჭო.

მუხლი 11. დოქტორანტურაში სწავლის საფასური

  • დოქტორანტურაში სწავლის საფასური განისაზღვროს 2750 (ორიათასშვიდას ორმოცდაათი) ლარით წელიწადში.

მუხლი 12. საუნივერსიტეტო სასწავლო გრანტის გაცემის პირობები, ოდენობა და დაფინანსების წყაროები

  • დაფინანსდეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩარიცხულ პირთა სწავლის საფასურის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 40% - ისა თითოეულ ფაკულტეტზე.
  • დაფინანსებული თანხის არანაკლებ 30% თითოეულ ფაკულტეტზე უნდა გადანაწილდეს იმ პირებზე, რომელთაც სპეციალობის გამოცდაში დააგროვეს არანაკლებ 81 ქულისა, ხოლო უცხო ენის გამოცდაში კი არანაკლებ 61 ქულისა.
  • ფაკულტეტი უფლებამოსილია განიხილოს დოქტორანტურაში ჩარიცხულ პირთა მიზნობრივი დაფინანსების საკითხი, მაგრამ არაუმეტეს ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურის მთლიანი მოცულობის 10%-სა. დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი არგუმენტაციის საფუძველზე, რომელიც წარედგინება რექტორს.
  • საფაკულტეტო დაფინანსების ძირითადი მიზანია საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის გაუმჯობესება და დეპარტამენტების შემადგენლობების სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა.
  • დოქტორანტურაში ჩარიცხულ პირთა დაფინანსების საკითხი განხილული იქნას ფაკულტეტების საბჭოების სხდომებზე. საბჭოს სხდომის თარიღის შესახებ ინფორმირებულ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული ყველა პირი, ფაკულტეტზე მოქმედი ყველა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი და დოქტორანტურაში ჩარიცხულ პირთა ყველა სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელი.
  • ფაკულტეტის საბჭოების გადაწყვეტილება ეცნობება უნივერსიტეტის რექტორს.
  • 3 და 12.6 მუხლებით წარდგენილ ინფორმაციის გათვალისწინებით, სადოქტორო პროგრამების მიხედვით სტუდენტთა ჩარიცხვისა და მათი დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის რექტორი და ფორმდება რექტორის სამართლებრივი აქტით.

 

თავი V. აწსუ-  პროფესიული სტუდენტის  სტატუსის  მოპოვება

მუხლი 13.  პროფესიული სტუდენტის  სტატუსის  მოპოვება

  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება ვაკანტური ადგილები, წარმოსადგენი დოკუმენტების  ნუსხა და მიღების ვადა.
  • მიღება შესაძლებელია განხორციელდეს შემოდგომისა  და  გაზაფხულზე.
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საწყის საფეხურზე პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველს წარმოადგენ სსსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული  პროფესიული  ტესტირების შედეგები.
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველს წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული შიდა ტესტირების შედეგები.
  • პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხორციელდება აწსუ-სა და პროფესიულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
  • პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვებასთან დაკაშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები რეგულირდება  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაბამისად.
  • პროფესიული სტუდენტის დატვირთვა, პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობები, სწავლის საფასური, დამატებითი სემესტრი განისაზღვრება უნივერსიტეტის 2015 წლის 13 აგვისტოს აკადემიური საბჭოს დადგენილებით №87 (14/15).

 

თავი VI. პირის სტატუსის მოპოვება მასწავლებლის მომზადების

საგანმანათლებლო  პროგრამაზე

 

მუხლი 14. პირის სტატუსის მოპოვება და გამოცდის ჩატარების ფორმა

  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის მოპოვების საფუძველია სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბარება კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება 111/ნ 5.09. 2016 წ. და უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აწსუ-ს მიერ განსაზღვრული  გამოცდა, რომელიც ტარდება წერითი ფორმით.
  • კონკურსანტის საგამოცდო ნამუშევარი ფასდება 100-ქულიანი სისტემით.

მუხლი 15. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსება

15.1. პროგრამა  სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ  გამოცხადებული კვოტების შესაბამისად.

მუხლი 16. საგამოცდო განაცხადი. კონკურსანტთა რეგისტრაცია. პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით და წარმატებით ჩააბარა აწსუ-ს მიერ განსაზღვრული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა.
  • პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება. პროგრამაზე დაიშვებიან მოქმედი მასწავლებლები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საგნის გამოცდა ან არიან სერთიფიცირებულები; ასევე სერთიფიცირებული არამოქმედი მასწავლებლები. ისინი სარგებლობენ სახელმწიფო დაფინანსებით.
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აწსუ-ს მიერ განსაზღვრული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე აპლიკანტი დაიშვება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია სარეგისტრაციო კომისიაში და წარადგინა სათანადო საბუთები.
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აწსუ-ს მიერ განსაზღვრულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის მიღების საფუძველია აპლიკანტის წერილობითი განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტების ნუსხა დამტკიცებული უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 17. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მიმდინარეობა

  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მიმდინარეობის პროცედურები, კონკურსანთთა ნაშრომების გასწორების კრიტერიუმები, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, კონკურსანთთა რანჟირება, პროგრამაზე განისაზღვრება ყოველ სასწავლო წელს რექტორის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 18. პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა

  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

თავი VII. სტატუსის მოპოვება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

მუხლი 19. პროგრამაზე დაშვებისა და სტატუსის მოპოვების წინაპირობები

  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვება ხორ­ციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ სა­ქართ­ველოს კანონის II მუხლის ჰ35 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ეროვნული გამოც­დე­ბის, მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართვე­ლოს მოქალაქეებისათვის.
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების მიერ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის ან დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის 60-კრედიტიანი და მისი სწავლება სავალდებულოა პირველი სასწავლო წლის განმავლობაში.
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არა­ქართულ­ენოვანი მსმენელები­სათვის ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) შეძენა, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად სწავლას აგრძელებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის ან დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით.
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები ვალდებული არიან ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის ან დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა განაგრძონ ქართულ ენაზე.

მუხლი 20. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლებისბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
  • 4.საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში) და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;

 

თავი VIII.  უნივერსიტეტში სტუდენტის   სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა და აღდგენა

მუხლი 21. სტუდენტის სტატუსის

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზაფხულისა და ზამთრის სკოლის ორგანიზების წესის დამტკცების შესახებ #11

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

10 ნოემბერი, 2017

 

დადგენილება №11(17/18)

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზაფხულისა და ზამთრის სკოლის ორგანიზების წესის დამტკცების  შესახებ

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზაფხულისა და ზამთრის სკოლის ორგანიზების წესი დამტკიცდეს თანდართული ფორმით.

 

 

 

აკადემიური   საბჭოს

თავმჯდომარე, რექტორი:                                                                     პროფ.  გიორგი ღავთაძე

 

 

 

თავი I . ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1.1.ზაფხულისა და ზამთრის სკოლების ფუნქციონირება ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის ბ) და გ) პუნქტების, სხვა ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე და ხელს უწყობს უნივერსიტეტში სწავლა/სწავლების პროცესის  გაუმჯობესებას.

1.2.ზაფხულისა და ზამთრის სკოლების ფუნქციონირება ხელს უწყობს უნივერსიტეტის ქვეყნისშიდა და საერთაშორისო კავშირების განვითარებას და უცხოელი სტუდენტების მოზიდვას მათთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო კურსების შეთავაზების გზით.

მუხლი.2. სკოლის საქმიანობის მიზნები

2.1.      ზაფხულისა და ზამთრის სკოლების საქმიანობა ძირითადი მიზნებია:

  • ხელი შეუწყოს აკადემიურ დავალიანებაში მყოფ სტუდენტებს სასწავლო პროცესისაგან თავისუფალ დროს აითვისონ კრედიტები სასწავლო წლის განმავლობაში კანონმდებლობით დაშვებული ნორმის (75 კრედიტი) ფარგლებში.

განმარტება: ხშირ შემთხვევებში, იმ გარემოების გამო, რომ სასწავლო კურსს გააჩნია წინაპირობები დავალიანებაში მყოფი სტუდენტი ვერ ახერხებს მომდევნო სემესტრში სწავლის გაგრძელებას. ზაფხულისა/ზამთრის სკოლაში კრედიტების წარმატებით ათვისების შემთხვევაში სტუდენტი შეუფერხებლად შეძლებს სწავლის გაგრძელებას.

 

  • საშუალება მისცეს აწსუ სტუდენტებს, სწავლის საფეხურის შესაბამისად, დამატებით აითვისონ კრედიტები მათთვის საინტერესო სხვა საგანმანათლებლო პროგრამებიდან, რაც ხელს შეუწყობს მათი აკადემიური და სამეცნიერო ინტერესების უკეთ დაკმაყოფილებას.

 

2.3. შესთავაზოს საქართველოს ლიცენზირებული უსდ-სა მათთან გათანაბრებული საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო კურსები, მათი შემდგომი აღიარების მიზნით.

მუხლი 3. სკოლის ფუნქციონირება, სტუდენტთა რეგისტრაცია,  აკადემიური რესურსი

  1. 1. აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის ზაფხულის და ზამთრის სკოლის ფუნქციონირება ხორციელდება საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებში, რომელიც გაწერილია სასწავლო წლის გრაფიკში და დამტკიცებულია რექტორის სამართლებრივი აქტით.
  2. 2. ზამთრის სკოლა ფუნქციონირებას 3 კვირის განმავლობაში, ხოლო ზაფხულის სკოლა 6 კვირის განმავლობაში, რაც სკოლის მსმენელს შესაბამისად აძლევს 6 და 12 კრედიტის ათვისების საშუალებას.

3.3. სკოლის ფუნქციონირების კონკრეტული ვადები  მტკიცდება ყოველ სემესტრში  რექტორის სამართლებრივი აქტით.

3.4.  სამივე საფეხურის სტუდენტებს ეძლევათ უფლება აითვისონ სასწავლო კურსები არა უმეტეს 2 კრედიტისა სასწავლო კვირის განმავლობაში.

3.5. სტუდენტთა განცხადებების მიღება ხორციელდება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვის ცენტრში.განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სტუდენტის პირადი მონაცემები და იმ კურსის/კურსების ჩამონათვალი, რომელთა გავლა სურს სტუდენტს.

  1. 6. სასწავლო კურსებზე სტუდენტთა რეგისტრაციას ახორციელებს ფაკულტეტების დეკანატები.

3.7. ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე, ქმნიან და ბრძანებით ამტკიცებენ  სასწავლო ჯგუფებს და უზრუნველყფენონ მათ სწავლების გრაფიკით, სასწავლო აუდიტორიებით და აკადემიური პერსონალით.

  • სასწავლო კურსის სწავლება განხორციელდეს აწსუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სილაბუსების შესაბამისად, სრული მოცულობით, სწავლისა და შეფასების მეთოდების სრულად გამოყენებით.
  • სკოლების საქმიანობის აკადემიურ უზრუნველყოფას ახორციელებს აწსუ აკადემიური/მოწვეული პერსონალი, რისთვისაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია რექტორის სამართლებრივი აქტით ამტიკიცებს დამატებითი სამუშაოს შესრულების საათობრივ მოცულობას.
  • ზაფხულისა და ზამთრის სკოლის მსმენელად შეიძლება ჩაირიცხოს მხოლოდ აწსუ სტუდენტი, საქართველოს ავტორიზებული უსდ-ს სტუდენტი და უცხოეთის შესაბამისი სტატუსის მქონე უსდ-ს სტუდენტი. სტუდენტის ჩარიცხვა ხდება მისი სტატუსის შესაბამისი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსზე.

განმარტება: ზაფხულისა და ზამთრის სკოლები საქმიანობას წარმართავენ აწსუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული, აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

 

მუხლი. 4. ფინანსური უზრუნველყოფა

  • ზაფხულისა და ზამთრის სკოლაში სწავლა ფასიანია.
  • ზაფხულისა და ზამთრის სკოლაში სწავლის საფასური განისაზღვრება მოცემულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იმ წლისათვის დადგენილი სწავლის საფასურის პროპორციულად.

მაგალითად, თუ სტუდენტს ასათვისებელი აქვს 5 კრედიტი და მოცემულ პროგრამაზე სწავლის საფასურია 2250 ლარი, ზაფხულისა და ზამთრის სკოლაში  სწავლის საფასური გამოინგარიშება შემდეგნაირად:   2250/60*5=187,5 ლ. (სადაც 2250 არის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური, 60- სასწავლო წლის განმავლობაში ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა, 5- სკოლის მსენელის მიერ ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა).

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ბაკალავრიატის,  ერთსაფეხურიან (ქართულ და ინგლისურ ენოვანი), მაგისტრატურის და  დამატებით  (minor)  საგანმანათლებლო პროგრამებზე საგამოცდო პროცესის, ორგანიზებულად ცენტრალიზებულად წარმართვის და გამოცდების აპელაციის წეს

 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

  10 ნოემბერი, 2017

დადგენილება 10 (17/18)

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ბაკალავრიატის,  ერთსაფეხურიან (ქართულ და ინგლისურ ენოვანი), მაგისტრატურის და  დამატებით  (minor)  საგანმანათლებლო პროგრამებზე საგამოცდო პროცესის, ორგანიზებულად ცენტრალიზებულად წარმართვის და გამოცდების აპელაციის    წესის  დამტკიცების შესახებ

 

 

 

 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ბაკალავრიატის,  ერთსაფეხურიან (ქართულ და ინგლისურ ენოვანი), მაგისტრატურის და  დამატებით  (minor)  საგანმანათლებლო პროგრამებზე საგამოცდო პროცესის, ორგანიზებულად ცენტრალიზებულად წარმართვის და გამოცდების აპელაციის    წესი დამტკიცდეს თანდართული ფორმით.

 

 

აკადემიური საბჭოს

თავმჯდომარე, რექტორი:                                                           პროფ. გიორგი ღავთაძე

 

 

 

 

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1.1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის,  ერთსაფეხურიან (ქართულ და ინგლისურ ენოვანი), მაგისტრატურის და  დამატებით  (minor)  საგანმანათლებლო პროგრამებზე საგამოცდო პროცესის, ორგანიზებულად ცენტრალიზებულად წარმართვის და გამოცდების აპელაციის  პროცედურებს.

  

თავი II.  გამოცდების ჩატარებისათვის მზადება და  ორგანიზაცია

მუხლი 2. გამოცდების ჩატარებისათვის მზადება

2.1.  უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტით ყოველ სემესტრში იქმნება  გამოცდების ჩატარებისა და ორგანიზების საუნივერსიტეტო კომისია.

2.2.დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მიერ საგამოცდო დავალების ფორმირებისათვის საჭირო მასალების წარმოდგენა არაუგვიანეს სამი კვირისა გამოცდის დაწყებამდე ფაკულტეტის ადმინისტრაციაში  ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, რომელშიც შინაარსობრივი ცვლილების განხორციელება დასაშვებია, მხოლოდ რექტორის მოადგილის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში.

2.3. ფაკულტეტების დეკანებმა უზრუნველყოფენ  უწყისების მიწოდებასთან დაკავშირებით (დეკანატი–საგამოცდო კომისია–სტუდენტთა რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის მართვის სისტემა – დეკანატი) პასუხისმგებელი პირის გამოყოფას და საგამოცდო სექტორს აწოდოებენ უწყისებს ელექტრონული სახით გამოცდის ჩატარებამდე 2 დღით ადრე, რომლებშიც არ იქნება არცერთი გამოცდაზე დაშვების უფლების არმქონე სტუდენტი.

2.4.  ფაკულტეტების დეკანის მოადგილეები უზრუნველყოფენ ცალკეული დისციპლინების მიხედვით, წინასწარ დადგენილი ელექტრონული ფორმით, ყოველგვარი შესწორებების გარეშე, საგამოცდო დავალების შედგენისათვის საჭირო მასალების, არა ფაკულტეტის სპეციალისტების მიერ, არამედ პირადად გადაგზავნა-წარდგენას საგამოცდო სექტორში ელექტრონულ მისამართზე  sagamocdo.seqtori@atsu.edu.ge საკუთარი კორპორაციული ფოსტის გამოყენებით  არაუგვიანეს ორი კვირისა გამოცდის დაწყებამდე და აქტიურად ერთვებიან საგამოცდო პროცესის მიმდინარეობაში.

2.5. საგამოცდო ბილეთის ფორმირებისათვის საჭირო მასალის წარმოდგენა და შედგენა უნდა მოხდეს Sylfaen შრიფტით, ზომა 12 , თანდართული ფორმით (იხ. დანართი №1).

2.6.  საგამოცდო სექტორ ამოწმებს   ელექტრონულად  მიწოდებული საგამოცდო მასალების დადგენილ ფორმასთან შესაბამისობისობას  და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მასალა დაუბრუნდეს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს. ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას ორ დღეში და ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში ან განმეორებით მოუმზადებელი მასალების მოწოდებისას   საგამოცდო სექტორმა ინფორმაცია  უნდა მიაწოდოს რექტორის მოადგილეს შემდგომი რეაგირებისათვის.

2.7.  საგამოცდო საკითხების მოწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში საგამოცდო სექტორი ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ფაკულტეტის დეკანატს და რექტორის მოადგილეს, რომლის წერილობითი ნებართვის გარეშე საგამოცდო საკითხები არ დამუშავდება;დაევალოს საგამოცდო სექტორს   ელექტრონულად  მიწოდებული საგამოცდო მასალების დადგენილ ფორმასთან შესაბამისობის შემოწმება და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მასალა დაუბრუნდეს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს. ხარვეზი აღმოიფხვრას ორ დღეში და ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში ან განმეორებით მოუმზადებელი მასალების მოწოდებისას   საგამოცდო სექტორმა ინფორმაცია მიაწოდოს რექტორის მოადგილეს შემდგომი რეაგირებისათვის.

2.8.  ფაკულტეტების დეკანატებმა უნდა მოახდინონ სტუდენტთა ინფორმირება გამოცდების წარმართვის გრაფიკის შესახებ და უზრუნველყონ ჯგუფების დროული გამოცხადება საგამოცდო აუდიტორიებში წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით;

2.9. სასწავლო პროცესისის მართვის სამსახურის სასწავლო პროცესის კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების საგამოცდო სექტორმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტთათვის, საგამოცდოდ,  უზრუნველყოს შესაბამისი აუდიტორიების გამოყოფა.

მუხლი 3. შუალედური და დასკვნითი გამოცდების ჩატარება

3.1. შუალედური და დასკვნითი გამოცდების ორგანიზაცია დაევალოს   გამოცდების ჩატარებისა და ორგანიზების საუნივერსიტეტო კომისიას, რექტორის მოადგილის ხელმძღვანელობით.

3.2. გამოცდების ჩატარების ტექნიკური ორგანიზაცია დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სასწავლო პროცესის კონტროლისა და  მონიტორინგის განყოფილების საგამოცდო სექტორს.

3.3. საგამოცდო პროცესის ორგანიზაციული (გამოცდების გრაფიკის შედგენა და ბრძანების მომზადება, მათ შორის იმ გამოცდების, რომელიც კომპიუტერთან და დამატებით (minor) პროგრამაზე ტარდება) და ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყონ აწსუ საგამოცდო სექტორის ხელმძღვანელმა  და  სექტორის სპეციალისტებმა.

3.4. გამოცდების საორგანიზაციო საქმიანობა წარიმართოს №1128 აუდიტორიაში, რომლის სათანადოდ მოწყობა და საჭირო ტექნიკით აღჭურვა დაევალოს ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის პასუხისმგებელ პირს, რომელიც მტკიცდება რექტორის სამართლებრივი აქტით.

3.5.დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ შესაბამისი საგნის პედაგოგის ან მათი ნდობით აღჭურვილი დეპარტამენტის წარმომადგენლის ყოფნა გამოცდის მსვლელობის დროს.

3.6. გამოცდები ჩატარდეს  დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3.7. შუალედური და დასკვნით გამოცდების ჩატარების განრიგი, სააპელაციო განცხადებების მიღება, გამოცდების სალიკვიდაციო პერიოდი  განხორციელდეს რექტორის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული აკადემიური კალენდრის მიხედვით, რომელიც მტკიცდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

 

თავი III. გამოცდზე სტუდენტის გამოცხადება, უფლება-მოვალეობები  და ქცევის წესები

მუხლი 4. სტუდენტის გამოცდაზე გამოცხადება

4.1. სტუდენტი ვალდებულია გამოცდაზე გამოცხადდეს საგამოცდო ცხრილში მითითებულ დროზე;

4.2. დაგვიანების შემთხვევაში სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება;

4.3. სტუდენტი ვალდებულია გამოცდაზე იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

4.4.  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არ ქონის შემთხვევაში სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება;

4.5.სტუდენტს გამოცდაზე უნდა ჰქონდეს მხოლოდ  პირადობის მოწმობა და საწერკალამი;

 

მუხლი 5. შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის უფლება-მოვალეობები  და ქცევის

                   წესები

5.1. სტუდენტი საგამოცდო ნაშრომს ასრულებს მხოლოდ ლურჯი ფერის კალმით;

5.2. წერის დაწყებამდე სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტი იღებს გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმერი სხვა დარღვევის განმეორებისას მოიხსნება გამოცდიდან;

  • სტუდენტი ვალდებულია შეამოწმოს მისთვის დარიგებული საგამოცდო ფურცელი, ხომ არ არის დაზიანებული. დაზიანების შემთხვევაში უნდა მიმართოს მეთვალყურეს. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ პრეტენზია აღარ მიიღება;

5.4.გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ნაწერი უნდა შესრულდეს მეთვალყურის მიერ დარიგებულ საგამოცდო ფურცლებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწერი არ გასწორდება;

5.5. საგამოცდო ფურცელზე სტუდენტი აწერს მხოლოდ ჯგუფის ნომერს;

5.6.საგამოცდო ფურცელზე რაიმე სახის მინიშნების შემთხვევაში ნაწერი არ გასწორდება;

5.7.შუალედური გამოცდის ხანგრძლივობა, როგორც წესი არ აღემატება 1, 5 საათს;

5.8. დასკვნითი/დამატებითი გამოცდის მაქსიმალური ხანგრძლივობა, როგორც წესი არ აღემატება 1,5 საათს;

5.9. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ სტუდენტისთვის აკრძალულია აუდიტორიიდან გასვლა სამუშაოს სრულად დამთავრებამდე (განსაკუთრებულ შემთხვევაში სტუდენტი ტოვებს გამოცდას ერთ-ერთ დამკვირვებელთან ერთად;)

5.10. საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ ხასიათის შეკითხვაზე პასუხი არ გაიცემა, რადგან საგამოცდო სექტორის წარმომადგენელს არ აქვს უფლება შინაარსობრივ ხასიათის შეკითხვებზე პასუხის გაცემისა;

5.11. პროცედურული და ტექნიკური ხასიათის შეკითხვების შემთხვევაში სტუდენტმა ხელის აწევით უნდა მიმართოს დამკვირვებელს და შეკითხვა დასვას ხმამაღლა;

5.12. აკრძალულია გამოცდის პროცესის დროს სტუდენტებს შორის საუბარი. ურთიერთგადალაპარაკების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორებისას იგი იხსნება გამოცდიდან;

5.13. სტუდენტს ეკრძალება მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული ხელსწაყოს გამოცდაზე ჩართულ მდგომარეობაში შეტანა;

5.14. სტუდენტი გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება, თუ მას გამოცდის მიმდინარეობისას დამკვირვებელმა(საგამოცდო სექტორის უფლებამოსილმა პირმა) აღმოუჩინა ე.წ. „შპარგალკა“, მობილური ტელეფონი, ყურსასმენი ან სხვა ელექტრონული აპარატურა (ჩართულ მდგომარეობაში);

5.15. გამოცდიდან მოხსნილი სტუდენტის ნაშრომი არ გასწორდება;

5.16. სტუდენტმა სამუშაოს დასრულების შემდეგ საგამოცდო ბილეთი და ფურცლები უნდა ჩააბაროს დამკვირვებელს;

5.17. სტუდენტმა გამოცდაზე ნებისმიერი ტექნიკური სახის პრობლემის შექმნისას უნდა მიმართოს დამკვირვებელს/საგამოცდო სექტროის უფლებამოსილ პირს;

5.18. სტუდენტმა სემესტრული გამოცდების შედეგები უნდა მოითხოვოს გამოცდის ჩატარებიდან, არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

მუხლი 6. სტუდენტის გამოცდაზე გამოუცხადებლობა

6.1. დანიშნული გამოცდის საპატიო მიზეზით გადავადება, ან გამოცდაზე უარის თქმა შესაძლებელია სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მოთხოვნის საპატიო მიზეზის მითითებითა და დასაბუთებით. განმეორებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება: ძირითად გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, უნივერსიტეტისა და შეესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;

6.2. თუ სტუდენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა საპატიო მიზეზით (მაგ. ავადმყოფობის გამო), მაშინ მან უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს  და ფაკულტეტის დეკანს განცხადებით და დაურთოს შესაბამისი ცნობა. ამ შემთხვევაში შესაძლებებელია სტუდენტი დაიშვას გამოცდაზე დამატებით სასესიო პერიოდში;

6.3. სტუდენტის მიერ გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვალოს მხოლოდ შემდეგ შეთხვევაში:

ა.       უნივერსიტეტის ინტერესი

ბ.       შვილის შეძენა

გ.       ავადმყოფობა

დ.      უბედური შემთხვევა

ე.       ოჯახის წევრის გარდაცვალება

ვ.       განსაკუთრებული შემთხვევა (განიხილება რექტორის სათათბირო ორგანოს მიერ რექტორის მოადგილის წარდგინებით);

 

შენიშვნა: მიზეზი საპატიოდ ჩაითვალოს, თუკი სტუდენტი, ხელისშემშლელი გარემოების აღმოფხვრიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი ფორმით წარმოადგენს დეკანატში ახსნა-განმარტებას/განცხადებას შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტთან (დამტკიცებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით) ერთად. გაცდენის საპატიოდ ჩათვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სათანადო პროცედურას ახორციელებს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატი.

6.4. დასკვნითი გამოცდის შედეგის გამოცხადებიდან შესაბამის დამატებით გამოცდამდე შუალედი არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები

 

მუხლი 7 . გამოცდის შედეგების აპელაცია

 

7.1. სტუდენტი,  რომელიც არ ეთანხმება სემესტრულ დასკვნით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, უფლებამოსილია,  შედეგის ოფიციალური გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დასაბუთებული  აპელაციით  მიმართოს რექტორის მოადგილეს, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანს  და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა (მესამე და მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტები განცხადებას  წერენ სტუდენტური მომსახურების სერვის ცენტრში, ხოლო პირველი და მეორე სასწავლო წლის სტუდენტები ელექტრონულ დეკანატში).

7.2. სტუდენტის აპელაციას 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს კომისია, რომელსაც ადგენს ფაკულტეტის დეკანი დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარდგინებით და წარუდგენს რექტორის მოადგილეს.

7.3.აპელაციის კომისია იღებს გადაწყვეტილებას ადგენს ოქმს ( იხილეთ დანართი 2, დანართი   3) და აპელაციის  დაკმაყოფილების შემთხვევაში მას წარუდგენს რექტორის მოადგილეს, რომელიც ამტკიცებს კომისიის გადაწყვეტილებას და გადაეცემა ელექტრონულ დეკანატს ელექტრონული მართვის სისტემაში ნიშნის ასახვის თაობაზე.

7.4. სააპელაციო კომისია უფლებამოსილია სტუდენტის შეფასება შეცვალოს (მაგრამ არა საუარესოდ) ან დატოვოს ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით(იხილეთ დანართი 2, დანართი  3), რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები და წარუდგენენ რექტორის მოადგილეს, როგორც სააპელაციო კომისიის თავმჯდომარეს.

 

თავი III. პროფესიული სტუდენტის  გამოცდაზე დაშვება - გამოცხადების პირობები

 

მუხლი 8. შუალედური/დასკვნითი გამოცდაზე დაშვება და გამოცხადება

8.1.  დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება არანაკლებ 51 ქულისა.

8.2.  დასკვნით დამატებით გამოცდაზე გასვლის პირობები

ა) ძირითად გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში,  დამატებით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია დეკანის სახელზე პროფესიული სტუდენტის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას პროფესიული სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს დეკანი;

ბ)  41–50 ქულის შეფასების პირობებში ან/და ძირითად გამოცდაზე ჩაჭრილ პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც დაგროვილი აქვს არანაკლებ 41 ქულისა, ავტომატურად ეძლევა შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება;

დ)თუ მიღებულ ქულათა ჯამი 41 ქულაზე ნაკლებია, პროფესიული სტუდენტი ვალდებულია განმეორებით მოისმინოს სასწავლო კურსი;

გ) პროფესიული სტუდენტი დამატებით გამოცდაზე დაიშვება მიმდინარე საგამოცდო პერიოდში, რექტორის ბრძანებით დამატებითი გამოცდებისათვისდადგენილ ვადებში;

ე) ძირითად და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოსარანაკლებ 10 დღისა.

დ) დასკვნით გამოცდაზე დადგენილ ქულათა 30%-ზე ნაკლების მიღების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი ითვლება ჩაჭრილად.

აწსუ სტუდენტების მიერ განსხვავებული და/ან დავალიანებაში დარჩენილი კრედიტების ათვისების, პირობების და ფინანსური ვალდებულების შესრულების  წესის დამტკიცების შესახებ #9

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

 10 ნოემბერი,  2017

 

დადგენილება 9 (17/18)

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი 44-ე,  492 მუხლის მე-4 პუნქტი, აწსუ წესდების, წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებით  (№ 17, 6.04.2015) აწსუ სტუდენტების მიერ განსხვავებული და/ან დავალიანებაში დარჩენილი კრედიტების ათვისების, პირობების და ფინანსური ვალდებულების შესრულების  წესის დამტკიცების შესახებ

 

 

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი 44-ე,  492 მუხლის მე-4 პუნქტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების, წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებით  (№17,6.04.2015) აწსუ  სტუდენტების მიერ განსხვავებული და/ან დავალიანებაში დარჩენილი კრედიტების ათვისების, პირობების და ფინანსური ვალდებულების შესრულების  წესი დამტკიცდეს თანდართული ფორმით.

 

 

 

 

აკადემიური   საბჭოს

თავმჯდომარე, რექტორი:                                                           პროფ.  გიორგი ღავთაძე

 

 

 

 

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

  • წინამდებარე წესი განსაზღვრავს უნივერსიტეტში საფეხურების  მიხედვით სტუდენტის  მიერ განსხვავებული და/ან დავალიანებაში დარჩენილი კრედიტების ათვისების, პირობების და ფინანსური ვალდებულების შესრულების პროცედურულ საკითხებს.

მუხლი 2. აწსუ სტუდენტთა მიერ განსხვავებული და/ან დავალიანებაში დარჩენილი კრედიტების ათვისება

2.1. სტუდენტს უფლება აქვს სასწავლო წლის განმავლობაში აითვისოს მაქსიმუმ 75 კრედიტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კრედიტისა სემესტრში, რისთვისაც იგი უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისათვის საჭირო ნორმატიულ ვადაში (ბაკალავრიატი 4 სასწავლო წელი, ერთსაფეხურიანი 5-6 სასწავლო წელი, მაგისტრატურა 2 სასწავლო წელი, დოქტორანტურა 3 სასწავლო წელი) ყოველ სემესტრულად იხდის მხოლოდ სემესტრისათვის განკუთვნილ სწავლის საფასურს.  

  • განსხვავებული და/ან დავალიანებაში დარჩენილი კრედიტების ათვისებისათვის სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია პირადი განცხადების საფუძველზე. სასწავლო გეგმის სემესტრული კონფიგურაციით გათვალისწინებული საგნების გარდა, სტუდენტს უფლება ეძლევა აითვისოს განსხვავებული და/ან დავალიანებაში დარჩენილი კრედიტები შესაბამის სემესტრში საგანმანათლებლო პროგრამის გავლის პარალელურადდამატებითი ანაზღაურების გარეშე (თუ აღნიშნული არ იწვევს ახალი აკადემიური ჯგუფის შექმნას), ან/და დამატებითი სემესტრის (სემესტრების) განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით; 

2.3.იმ შემთხვევეაში, თუ სტუდენტს აქვს აკადემიური დავალიანება და სურვილი აქვს მიმდინარე სემესტრში აითვისოს მხოლოდ დავალიანებაში დარჩენილი კრედიტები განმეორებით, საკუთარი განცხადებისა და კრედიტებისათვის საჭირო სწავლის საფასურის ქვითრის წარმოდგენის საფუძველზე მიეცეს მას შესაბამის სემესტრზე განმეორებით რეგისტრაციის უფლება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის დაფიქსირებით. კრედიტების ასათვისებლად სწავლის საფასური განისაზღვროს მოცემული სასწავლო წლისათვის საგანმანათლებლო პროგრამის 1 კრედიტის ღირებულების პროპორციულად, სწავლის ნორმატიული ვადის გათვალისწინებით,  მასთან  გაფორმებული  ხელშეკრულების საფუძველზე; 

  • ნორმატიული ვადის გასვლის შემდეგ, თუ სტუდენტმა სრულად ვერ აითვისა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები, მასსა და უნივერსიტეტს შორის ფორმდება ახალი ხელშეკრულება, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისათვის მოცემული პროგრამის სწავლის საფასურის შენარჩუნებით (მაგრამ არაუმეტეს ორი სემესტრისა).
  • იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კრედიტებს სრულად ვერ ითვისებს ვერც ამ წესის 3. პუნქტით განსაზღვრულ ვადებში, სტუდენტის მიერ სწავლის გაგრძელების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, მასსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება და სტუდენტის ფინანსური ვალდებულება განისაზღვროს მოცემულ სასწავლო წელს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის დადგენილი სწავლის საფასურის მიხედვით, ასათვისებელი კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით.

2.5.მობილობით გადმოსული სტუდენტი, რომელიც მიმდინარე სემესტრში, წინაპირობიბედან გამომდინარე, ითვისებს მხოლოდ რამდენიმე სასწავლო კურსს, სწავლის საფასურს იხდის ამ წესის 2.4 პუნქტის პრინციპის შესაბამისად; 

2.6.მობილობით გადმოსულ სტუდენტებს შესაბამისი ხელშეკრულება გაუფორმოს აწსუ ხარისხის მართვის სამსახურის „მობილობის ხელშეწყობისა და კრედიტების აღიარების სექტორმა“ ფაკულტეტიდან მოწოდებული შესაბამისი დასკვნებისა და ინფორმაციის საფუძველზე. 

  • ფაკულტეტის ადმინისტრაცია, შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ამ წესის 3, 2.4 და 2.6 პუნქტებით განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტებს დაუდგინონ განსხვავებული (ასათვისებელი) კრედიტების ოდენობა, სწავლის საფასურიდა2.3 და 2.4პუნქტის შესაბამის სტუდენტებს უფორმებს ახალ ხელშეკრულებებს.  
  • უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული მემორანდუმებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილესტუდენტებს სტუდენტის სტატუსიარუჩერდებადა ისინისწავლის საფასურს იხდიან უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.  
  • ამ წესის განხორციელება დაევალოთ ფაკულტეტის დეკანებს და უნივერსიტეტის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურს.

 

თავი II. სტუდენტთა მიერ უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ვალდებულების შესრულების პირობები

მუხლი 3. ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ვალდებულების შესრულების პირობები

 3.1. უნივერსიტეტში სწავლის ქირის გადახდის ყოველკვარტალური ვადებია: 30 სექტემბერი, 20 დეკემბერი, 30 მარტი და 20 მაისი. 

3.2.ხელშეკრულების შესაბამისად, სწავლის საფასურის ყოველკვარტალური შენატანის გადახდის ვადის გასვლის შემდგომ: 

ა) საფინანსო სამსახური გონივრულ ვადაში (4-5 დღე) აწოდებს ფაკულტეტებს ინფორმაციას სტუდენტთა დავალიანების შესახებ, ყოველკვარტალური გადახდის ვადების მდგომარეობით. 

ბ) ფაკულტეტები  ამუშავებს  მიღებული ინფორმაციას და ამზადებს ბრძანებას სტატუსის შეჩერების შესახებ, ყოველკვარტალური შენატანის გადახდის ბოლო ვადიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ამასთან, გადახდის ვადის დასრულების შემდგომ, სტატუსის შეჩერებამდე დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სტუდენტმა უნდა წარადგინოს ფაკულტეტის მდივანთან. 

გ) სტატუსის შეჩერების ბოლო ვადიდან არაუგვიანეს 15 დღის განმავლობაში, თანხის გადახდის შემთხვევაში, სტუდენტს შეიძლება აღუდგეს სტატუსი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ სტატუსის აღდგენის საკითხი მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

გ.ა. სტუდენტი განმეორებით რეგისტრირდება წინა პერიოდის განმავლობაში აკადემიურ დავალიანებაში დარჩენილი სასწავლო კურსების ასათვისებლად და სწავლის საფასურს იხდის ამ წესის  2.3 პუნქტის შესაბამისად. 

გ.ბ. სტუდენტს შესაძლებლობა აქვს გავიდეს მიმდინარე სემესტრით გათვალისწინებული სასწავლო კურსების გარკვეული ნაწილის სწავლის შედეგზე, მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე კურაციული სწავლების სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე.

  • გამონაკლის შემთხვევაში, თანხის გადახდის გადავადება (ეტაპობრივი გადახდის უფლება) შესაძლებელია დეკანის დასაბუთებული შუამდგომლობით, რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით. 
  • თუ სტუდენტმა სწავლის საფასური არ გადაიხადა ამ წესით განსაზღვრულ ვადებში (პუნქტი II,I)) და გადახდა განახორციელა დაგვიანებით II, 2 გ. ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც, მისი სტუდენტის სტატუსი არ ექვემდებარება აღდგენას, სტუდენტს მისი სურვილის თანახმად(რაც უნდა გამოხატოს წერილობით), შესაძლებელია დაუბრუნდეს თანხა, ან ჩაეთვალოს მომავალში ფნანსური ვალდებულების დაფარვაში, სწავლის საფასურის მოცულობის გათვალისწინებით.
  • სტუდენტს, რომელმაც მოიპოვა პროგრამული დაფინანსება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტის სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან გაიუმჯობესა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, ზედმეტად გადახდილი სასწავლო ქირა შესაძლებელია დაუბრუნდეს, თუ მიმდინარე პერიოდისთვის მას არ გააჩნია აკადემიური დავალიანება. სხვა შემთხვევაში ზედმეტი თანხა ბრუნდება კვალიფიკაციის მინიჭების ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში.
აკაკი წრეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჩარიცხულ სტუდენტთათვის    დამატებითი (minor) პროგრამებზე სტუდენტთა განაწილების,  მოდულის  და არჩევითი საგნის არჩევის წესის  დამტკიცების შესახებ #8

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

  10 ნოემბერი, 2017

დადგენილება № 8(17/18)

აკაკი წრეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჩარიცხულ სტუდენტთათვის   

დამატებითი (minor) პროგრამებზე სტუდენტთა განაწილების,  მოდულის  და არჩევითი საგნის არჩევის წესის  დამტკიცების შესახებ

 

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის წესდების 53 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი სტუდენტის მიერ  დამატებითი (minor) პროგრამის, მოდულის და  არჩევითი საგნის არჩევის უფლების წესი დამტკიცდეს თანდართული ფორმით.

 

 

 

 

აკადემიური საბჭოს

      თავმჯდომარე, რექტორი:                                                                პროფ. გიორგი ღავთაძე

 

 

 

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

 

1.1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს  აკაკი წრეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჩარიცხულ სტუდენტთათვის   დამატებითი (minor) პროგრამებზე სტუდენტთა განაწილების,  მოდულის  და არჩევითი საგნის არჩევის პროცედურულ საკითხებს. 1.2. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის წესდების 53 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით სტუდენტის აქვს  დამატებითი (minor) პროგრამის, მოდულის და  არჩევითი საგნის არჩევის უფლება.

 

მუხლი 2.  დამატებითი (minor) პროგრამებზე სტუდენტთა განაწილების, მოდულის და არჩევითი საგნის არჩევა

 

2.1. უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის მიერ დამატებითი (minor) პროგრამის, მოდულის და არჩევითი საგნის არჩევა ხდება საკუთარი სურვილის გამოხატვის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და კონკურენციის პრინციპების დაცვით უნივერსიტეტის ელექტრონული დეკანატის საიტზე.

2.2. შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით, პროგრამის აკადემიურმა პერსონალი დაინტერესებულ სტუდენტებს აწოდოებსს ინფორმაციას დამატებითი (minor) პროგრამის, მოდულის  და არჩევითი საგნის შესახებ.

2.3. უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების განაწილება დამატებით (minor) პროგრამებზე, მოდულებზე და არჩევით საგნებზე განხორციელდეს:

ა) ყოველი მომდევნო სასწავლო წლისათვის - მიმდინარე სასწავლო წლის 25 აპრილიდან  15 მაისის ჩათვლით;  

ბ) ზამთრისა და ზაფხულის მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვის -  უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში;

გ) დამატებითი (minor) პროგრამის შეცვლა განხორციელდეს სტუდენტთა მობილობის პერიოდში.

დ) განსაკუთრებულ შემთხვევაში სტუდენტის რეგისტრაციის საკითხი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით განხილული იქნას უნივერსიტეტის რექტორთან.

2.4. დამატებით (minor) პროგრამებზე სტუდენტთა მისაღებ კონტინგენტს (ფაკულტეტის საბჭოსთან შეთანხმებით) ყოველი მომდევნო სასწავლო წლისათვის - მიმდინარე სასწავლო წლის   20 აპრილის ჩათვლით წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანი, ბრძანებით ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი. ინფორმაცია მიეწოდება აწსუ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, რომელიც რექტორის მიერ ბრძანებით  დამტკიცებულ  სტუდენტთა მისაღებ კონტინგენტს დასარეგისტრირებლად გადასცემს  ელექტრონული დეკანატის ადმინისტრატორს.

2.5. ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ფაკულტეტის დეკანები, კონკურსის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე უნივერსიტეტის რექტორატში წარმოადგენენ იმ დამატებითი  (minor) პროგრამის სასწავლო კურსების ნუსხა, რომლის არჩევის უფლება აქვთ შესაბამისი პროგრამის სტუდენტებს.

 

 

 

 

 

 

მუხლი 3. სტუდენტთა რეგისტრაცია და ჩარიცხვა

 

3.1 დამატებითი (minor) პროგრამებზე, მოდულებზე და არჩევით საგნებზე  სტუდენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ (on-line) რეჟიმში, ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილ ვადებში.

 3.2. რეგისტრაციის გავლის უფლება აქვს  აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც დამატებით (minor) პროგრამასთან დაკავშირებულ არჩევას აკეთებს პირველად;

3.3. რეგისტრაციის დროს, სტუდენტის რამოდენიმეჯერ დარეგისტრირების შემთხვევაში, დარეგისტრირებულად ჩაითვალოს მის მიერ გაკეთებული ბოლო განაცხადი;

გ) სტუდენტებს დამატებით (minor) პროგრამის არჩევის დროს მიეცეს უფლება შეცვალონ განაცხადი რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე.

3.4. სტუდენტს დამატებითი (minor) პროგრამის შეცვლის უფლება მიენიჭოს ამ წესის მეორე მუხლის 2. 3. გ. პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში. სტუდენტი ვალდებულია საკუთარი სურვილი დააფიქსიროს განცხადებით. ამ შემთხვევაში, საფაკულტეტო ადმინისტრაცია სტუდენტთა განაწილებას დამატებით (minor) პროგრამებზე ახდენს შიდა მობილობის დროს, ძირითად პროგრამებზე სტუდენტთა განაწილებისათვის დადგენილი წესების მიხედვით.

3.5. სტუდენტს აქვს უფლება გააკეთოს განაცხადი 5 დამატებით (minor) პროგრამაზე (მ.შ. სამი პროგრამის არჩევანის გაკეთება სავალდებულოა) და დაალაგოს ისინი საკუთარ განაცხადში პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.

3.6. სტუდენტის ჩარიცხვა დამატებით (minor) პროგრამაზე ხდება მისი სურვილისა და მიმდინარე აკადემიური მოსწრების საფუძველზე რექტორის ბრძანებით დამტკიცებული მისაღები კონტიგენტის გათვალისწინებით, რანჟირებული სიის შესაბამისად, რომელშიც ჩარიცხვის მსურველი სტუდენტები დალაგებული იქნება საგანმანათლებლო პროგრამის პირველ სასწავლო სემესტრში სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების  შესაბამის შეფასებებზე ნამრავლთა ჯამით განაცხადის პრიორიტეტულობის მიუხედავად, რამდენიმე დამატებით (minor) პროგრამაზე  ჩარიცხვის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნეს სტუდენტის მიერ არჩეული პრიორიტეტები. საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნას ეროვნული გამოცდებზე მიღებული ქულები.

3.7. სტუდენტთა ელექტრონული რეგისტრაციის შედეგების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, აწსუ სასწავლო პროცესის მართვის სამსახური და ელექტრონული დეკანატის ადმინისტრატორი უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას ამ წესის მე-3  მუხლის მოთხოვნებისა და ცალკეულ პროგრამაზე არსებული ვაკანტური ადგილების გათვალისწინებით. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი და  ელექტრონული დეკანატის ადმინისტრატორი კონკურსის დასრულებისთანავე შემოდის რექტორატში შესაბამისი ბრძანების პროექტით.

3.8. დამატებით (minor) პროგრამებზე, მოდულებზე, თავისუფალ კრედიტებსა და/ან არჩევით საგნებზე სტუდენტთა განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნეს აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი აკადემიური ჯგუფის ფორმირების ნორმები და ნორმატივები.

3.9. სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ბრძანების გამოსვლიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა, დასაშვებია ამ ბრძანებაში ცვლილებების შეტანა სტუდენტის მხრიდან თავისი განაცხადის გადაფასების შემთხვევაში, თუკი ეს არ გამოიწვევს წინამდებარე  წესის  მე-3 მუხლით გათვალისწინებული ნორმების უხეშ დარღვევას.

4.0. ამ  წესის  მე-3 მუხლის 3.9 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სტუდენტის მიერ გაკეთებული არჩევანი შეცვლას აღარ ექვემდებარება, გარდა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ #5

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

15 სექტემბერი,  2017

 

დადგენილება №5(17/18)

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ

 

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის #3 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს დადგენილებაში (#45(16/17)) შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სტუდენტთა შეფასების სისტემა დამტკიცდეს თანდართული ფორმით.

 

 

 

 

აკადემიური საბჭოს

თავმჯდომარე, რექტორი:                                          პროფ. გიორგი  ღავთაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტუდენტთა შეფასების სისტემა

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შეფასების სისტემა იყოფა შემდეგ კომპონენტებად:

საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) შუალედური შეფასების ხვედრითი წილი შეადგენს ჯამურად 60 ქულას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგი შეფასების ფორმებს:

 

სტუდენტის აქტივობა სასწავლო სემესტრის განმავლობაში (მოიცავს შეფასების სხვადასხვა კომპონენტებს) - არა უმეტეს 30 ქულა;

შუალედური გამოცდა - არა ნაკლებ 30 ქულა;

დასკვნითი გამოცდა -  40 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე  გასვლის უფლება  ეძლევა სტუდენტს, რომელის შუალედური შეფასებების კომპონენტებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჯამურად შეადგენს არანაკლებ 18 ქულას.

 

შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში  დამატებითი გამოცდა დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5  დღეში (აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება დისერტაციის, სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის მიმართ).

  • დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის მიერ მიღებული შეფასების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება 15-25 ქულათა დიაპაზონით (სპეციფიკიდან გამომდინარე, განისაზღვრება კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამით).
  • სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

შენიშვნა: შუალედური და დასკვნითი (დამატებითი) გამოცდები  ჩატარდება ფორმალიზებული წესით: 

 

საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 5  იანვრის

                        ბრძანება №3.

სტუდენტის პირადი საქმის წარმოების წესის შესახებ #4

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

15 სექტემბერი,  2017

 

დადგენილება №4(17/18)

სტუდენტის პირადი საქმის წარმოების წესის შესახებ

 

 

  1. აკადემიური საბჭოს #33 (16/17) დადგენილებაში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, დამტკიცდეს უნივერსიტეტში სტუდენტის პირადი საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ნუსხა თანდართული ფორმით.
  2. დაევალოთ ფაკულტეტის დეკანებს, დოქტორანტურის განყოფილებას და პროფესიული პროგრამების კოორდინატორს ამ დადგენილების I, II, III და IV მუხლების მიხედვით აწარმოონ სტუდენტის პირადი საქმე. 
  3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს რექტორის მოადგილეს ასოც. პროფესორ შალვა კირთაძეს.
  4. დადგენილება ძალაში შევიდეს 2017  წლის 15 სექტემბრიდან.

 

 

 

 

აკადემიური საბჭოს

თავმჯდომარე, რექტორი:                                  პროფ. გიორგი  ღავთაძე

 

 

 

 

 

 

 

 

                  

 

 

 

                                                                                                                                                      დანართი

 

  1. 2014-2015 სასწავლო წლიდან ჩარიცხული ბაკალავრებისა და ერთსაფეხურიანი სწავლების სტუდენტებისათვის

 

  1. განცხადება (გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტებისა)
  2. ატესტატის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;
  3. 2 ცალი სურათი 3 X 4 - ზე;
  4. პირადობის მოწმობის ასლი;
  5. ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  6. უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გაცემული

              სასწავლო ბინადრობის ნებართვა ან საქართველოში ლეგალურად ყოფნის სხვა

              დამადასტურებელი დოკუმენტი.

  1. უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
  2. უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან ამონაწერი;
  3. მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანება (თავდაპირველ უსდ-ში ჩარიცხვისა და ამორიცხვის

              ბრძანებები);

  1. აკადემიურ სწავლებაში სტუდენტის მოძრაობის, წყვეტილობის და სტატუსის განმსაზღვრელი

              (შიდა მობილობის, შეჩერების, განმეორებით და დამატებით სემესტრზე დარეგისტრირების,

              აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციასთან დაკავშირებული, აღდგენის, შეწყვეტის,)

              ბრძანებების       ნომერი აღინიშნოს სტუდენტის სასწავლო ბარათში;

  1. სასწავლო კურსების კრედიტების ათვისების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული

              ბეჭდით;

  1. ამონაწერი კვალიფიკაციის მინიჭების ბრძანებიდან.

 

  1. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მსწავლები სტუდენტებისათვის

 

  1. განცხადება;
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. 2 ცალი სურათი 3 X 4 - ზე;
  4. ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  5. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და მისი

              დანართის ასლები;

  1. უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლების შესაბამისი ენის B2 დონის კომპეტენციის

              დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  1. უნივერსიტეტსა და მაგისტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
  2. უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან ამონაწერი;
  3. მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანება (თავდაპირველ უსდ-ში ჩარიცხვისა და ამორიცხვის

              ბრძანებები);

  1. აკადემიურ სწავლებაში სტუდენტის მოძრაობის, წყვეტილობის და სტატუსის განმსაზღვრელი

              (შიდა მობილობის, შეჩერების, განმეორებით და დამატებით სემესტრზე დარეგისტრირების,

              აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციასთან დაკავშირებული, აღდგენის, შეწყვეტის)

              ბრძანებების       ნომერი აღინიშნოს სტუდენტის სასწავლო ბარათში;

  1. სასწავლო კურსების კრედიტების ათვისების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული

              ბეჭდით;

  1. ამონაწერი კვალიფიკაციის მინიჭების ბრძანებიდან.

 

  • დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მსწავლები სტუდენტებისათვის

 

  1. განცხადება
  2. დოქტორანტის ავტობიოგრაფია;
  3. 2 ცალი სურათი 3 X 4 - ზე;
  4. პირადობის მოწმობის ასლი;
  5. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის

              და მისი დანართის ნოტარიულად  დამოწმებული ასლი;

  1. სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია;
  2. რეფერატი ან პუბლიკაცია, რომელიც სამეცნიერო ხელმძღვანელის ნებართვით შეიძლება

              ჩაითვალოს რეფერატად;

  1. ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  2. ამონაწერი ბრძანებიდან დოქტორანტურაში  ჩარიცხვის შესახებ;
  3. ბრძანება სამეცნიერო ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ;
  4. ბრძანება სადისერტაციო თემის დამტკიცების შესახებ;
  5. დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა;
  6. საგამოცდო უწყისები სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული

              საგნების ჩაბარების შესახებ;

  1. დოქტორანტის კრებსითი უწყისი;
  2. სემესტრზე დარეგისტრირების ბრძანებები;
  3. სტატუსის განმსაზღვრელი (შეჩერების, აღდგენისა და შეწყვეტის) ბრძანებები;
  4. ბრძანება სადისერტაციო თემის ცვლილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  5. ბრძანება სამეცნიერო ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  6. სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა დისერტაციის შესახებ;
  7. ბრძანება ოფიციალური ექსპერტების გამოყოფის შესახებ;
  8. ოფიციალური ექსპერტების დასკვნა დისერტაციის შესახებ
  9. ბრძანება ოფიციალური შემფასებლების გამოყოფის შესახებ;
  10. აკადემიური საბჭოს დადგენილება ოფიციალური შემფასებლის შესახებ (აწსუ-ს  დადგენილება

              დოქტორანტურის წარმართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრის შესახებ ასეთის

              არსებობის შემთხვევაში);

  1. ბრძანება სადისერტაციო კომისიის შესახებ;
  2. დოქტორანტის ბარათი: სადისერტაციო კომისიის წევრებისათვის სადისერტაციო ნაშრომისა და

              ავტორეფერატის ჩაბარების შესახებ;

  1. ბრძანება დისერტაციის დაცვის თარიღის შესახებ;
  2. ოფიციალური შემფასებლების დასკვნა დისერტაციის შესახებ;
  3. დისერტაციის ავტორეფერატი;
  4. ბრძანება აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ.

 

  1. პროფესიულ პროგრამებზე მსწავლები  სტუდენტებისათვის

 

  1. პროფესიული განათლების წინა საფეხურის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად

              დამოწმებული  ასლი;

  1. მოდულურ და საგნობრივ პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე

              საშუალო/საბაზო განათლების დამადასტურებელი  ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული

              ასლი;

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;
  2. 2 ცალი სურათი 3 X 4 - ზე;
  3. ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;
  4. უნივერსიტეტსა და პროფესიულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
  5. უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან ამონაწერი;
  6. მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანება;
  7. პროფესიული სტუდენტის მოძრაობის, წყვეტილობის და სტატუსის განმსაზღვრელი (შიდა

              მობილობის, შეჩერების, განმეორებით და დამატებით სემესტრზე დარეგისტრირების,

              აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციასთან დაკავშირებული, აღდგენის, შეწყვეტის) 

              ბრძანებების       ნომერი აღინიშნოს სტუდენტის სასწავლო ბარათში;

  1. სასწავლო კურსების კრედიტების ათვისების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული

              ბეჭდით;

  1. ამონაწერი კვალიფიკაციის მინიჭების ბრძანებიდან.

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის    აკადემიური პერსონალის, ემერიტუსის, მასწავლებლის და ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების  წლიური სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვის ნორმების დამტკიცების შესახებ #3

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

15 სექტემბერი,  2017

 

დადგენილება №3(17/18)

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის    აკადემიური პერსონალის, ემერიტუსის, მასწავლებლის და ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების  წლიური სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვის ნორმების დამტკიცების შესახებ

 

აკადემიური საბჭოს #46(16/17) დადგენილებაში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, დამტკიცდეს აწსუ აკადემიური პერსონალის, ემერიტუსის, მასწავლებლის და ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების წლიური სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვის ნორმები თანდართული ფორმით.

 

 

აკადემიური საბჭოს

თავმჯდომარე, რექტორი:                                                       პროფ. გიორგი  ღავთაძე  

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აკადემიური პერსონალის, ემერიტუსის, მასწავლებლის და ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების   სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვის ნორმები

მუხ­ლი 1

აკაკი წერეთლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკადემიური პერსონალის,ემერიტუსის, მასწავლებლის  და ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების   სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვის ნორმები გან­საზ­ღვრავს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის, ემერიტუსის, მასწავლებლის და ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების   სასწავლო, მეთოდური და სა­მეც­ნი­ე­რო დატვირთვის ნორმებს, შე­ფა­სე­ბის პი­რო­ბებს, კერ­ძოდ, სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­თი წლი­უ­რი დატ­ვირ­თვის ოდე­ნო­ბა­ს,  სასწავლო და სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბული ცალ­კე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის სა­ა­თობ­რივ ნორმატივებს.

მუხ­ლი 2

  1. აკადემიური პერსონალის წლიური დატვირთვა შეადგენს 1500 საათს. დასაშვებია აღნიშნული ნორმატივის ცვლილება არაუმეტეს 3%-ის ფარგლებში;
  2. ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტის დატვირთვის წლიური მოცულობა განისაზღვროს 1000 საათის ოდენობით (მ.შ. 400 საათი სასწავლო დატვირთვა, 600 საათი სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა).
  3. ემერიტუსის წლიური დატვირთვა განისაზღვროს - 1000 საათის ოდენობით, დასაშვებია აღნიშნული ნორმატივის ცვლილება  არაუმეტეს 3%-ის ფარგლებში;
  4. მასწავლებლის წლიური სასწავლო დატვირთვის მოცულობა განისაზღვროს 600 საათის ოდენობით (მ.შ. საკონტაქტო - 420 საათი). დასაშვებია აღნიშნული ნორმატივის ცვლილება არაუმეტეს 3%-ის ფარგლებში;
  5. აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის, ემერეტუსის, მასწავლებლის და ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების წლი­უ­რი დატ­ვირ­თვის შემადგენელი კომპონენტებია:

ა) სასწავლო დატვირთვა:

ა.1. სასწავლო-საკონტაქტო: აუდიტორიული მუშაობა (ლექცია, ჯგუფში მუშაობა, პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოები, დოქტორანტის ხელმძღვანელობა (არაუმეტეს 15 სთ ერთ დოქტორანტზე);

ა.2. სასწავლო-მეთოდური: წერითი ნაშრომის გასწორება; სტუდენტებთან ინდივიდუალური მუშაობა (კონსულტაცია); ტესტების მომზადება, გამოცდების ჩატარება და სტუდენტის შეფასება.

ა.3. სასწავლო-ორგანიზაციული: დეპარტამენტის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელობა; მაგისტრანტის ხელმძღვანელობა; დოქტორანტის ხელმძღვანელობა  (არანაკლებ 65 სთ ერთ დოქტორანტზე); სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული სასემინარო ნაშრომის ხელმძღვანელობა; საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა; სასწავლო, საწარმოო, პედაგოგიური, პროფესიული, საველე და სხვა ტიპის პრაქტიკის ხელმძღვანელობა და ჩატარება, კურატორობა-ტუტორობა;

ბ) სამეცნიერო-მეთოდური მუშაობა (მონოგრაფიის მომზადება, გამოცემა, რედაქტირება, რეცენზირება; სახელმძღვნელოს ან სალექციო კურსის მომზადება, განახლება, გამოცემა, რედაქტირება, რეცენზირება, თარგმნა; საგანმანათლებლო პროგრამის მომზადება, განახლება; მეთოდური ხასიათის ერთობლივი კვლევების განხორციელება; სილაბუსის მომზადება; სამეცნიერო სტატიის მომზადება, გამოცემა, თარგმნა, რეცენზირება; სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება-ხელმძღვანელობა, მონაწილეობა; სამეცნიერო გამოცემების რედკოლეგიის წევრობა; სტუდენტთა მომზადება სამეცნიერო კონფერენციებისათვის, სტუდენტთა სამეცნიერო წრეების ხელმძღვანელობა; სამეცნიერო საგრანტო პროექტის წარდგენა, მონაწილეობა; სადოქტორო ნაშრომის რეცენზირება, შეფასება, სადოქტორო დისერტაციის საფაკულტეტო საექსპერტო კომისიის წევრობა  და სხვა სახის სამეცნიერო აქტივობები);

დ) სხვა აქტივობები (მონაწილეობა სხვადასხვა სახის პროფესიულ სემინარებსა და ტრენინგებში; სტაჟირების გავლა და სხვა მსგავსი აქტივობა, რომელიც დასტურდება შესაბამისი სერთიფიკატის, დიპლომის და ა.შ. წარმოდგენით; სასწავლო პროცესთან პირდაპირ და უშუალოდ დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის აქტივობა);

 

 

აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის და ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური წლი­უ­რი დატვირთვის ნორმები კომპონენტების მიხედვით მოცემულია დანართში №1.

მუხ­ლი 3

აკა­დე­მი­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირებს, რომ­ლებ­საც აწსუ-ში იმავდროულად უკა­ვი­ათ შემდეგი ადმინისტრაციული ან სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბი, კერ­ძოდ, რექ­ტორი, რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დე­კანი, დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე, უნივერსიტეტის და ფა­კულ­ტეტების ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხურის უფროსი, აწსუ დამხმარე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი, აგრეთვე რექტორის გადაწყვეტილებით სხვა თანამდებობები, უმცი­რდე­ბათ აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური წლი­უ­რი დატ­ვირ­თვა 50%-ით.

მუხ­ლი 4

დეპარტამენტე­ბი­ს, მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსების და ფაკულტეტის დეკანების მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური  სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს გა­ნი­ხი­ლავს და აფა­სებს აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის, ემერიტუსის, მასწავლებლის და ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების     მი­ერ სას­წავ­ლო წლის მან­ძილ­ზე სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური წლი­უ­რი დატ­ვირ­თვის შესრულების შე­დე­გებს.

მუხ­ლი 5

აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მიერ წლი­ური სასწავლო, სამეცნიერო-მეთოდური დატ­ვირ­თ­ვის გა­დაა­ჭარ­ბების შემთხვევაში, ზედ­მე­ტი სა­ა­თე­ბი  გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლ იქნას მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლის შესაბამის დატ­ვირ­თვა­ში.

მუხ­ლი 6

) აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის, ემერიტუსის, მასწავლებლის და ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების მი­ერ ამ წე­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვის მი­ნი­მა­ლუ­რი ­ო­დე­ნო­ბის არასაპატიო მიზეზით შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემთხვევაში პირის მიმართ გასატარებელი სანქციები რეგულირდება აწსუ შინაგანაწესით.

) დადგენილი ნორმებით დაგეგმილი წლიური დატვირთვის მოცულობის შემცირების შემთხვევაში, ანაზღაურება გაიცემა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად;

მუხ­ლი 7

თუ ერთ კონ­კრე­ტულ სა­მუ­შა­ოს, რომ­ლის­თვი­საც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია წლი­უ­რი მეთოდური და სა­მეც­ნი­ე­რო დატ­ვირ­თვის სა­ა­თე­ბი, ას­რუ­ლებს ორი ან მე­ტი პი­რი, დატ­ვირ­თვის სა­ა­თე­ბი გა­და­ნა­წილ­დე­ბა შესრულებული სამუშაოს პროპორციულად.

 

 

და­ნარ­თი №1

 

აკადემიური პერსონალის, ემერიტუსის, მასწავლებლის, და ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების სასწავლო და სამეცნიერო–მეთოდური დატვირთვის ნორმები

 

  1. საგანამანათლებლო პროგრამის ფარგლებში მო­ნოგ­რა­ფი­ის:

ა) მომ­ზა­დე­ბა-გა­მო­ცე­მა - 1 ნაბეჭდი თაბახი (A5 ზომის 16 გვერდი) - 60 სთ, მაგრამ არაუმეტეს 750 სთ-სა წლის განმავლობაში;

ბ) თარ­გმნა - 1 ნაბეჭდი თაბახი 50 სთ, მაგრამ არაუმეტეს 500 სთ-სა წლის განმავლობაში.

გ) სა­მეც­ნი­ე­რო რე­დაქ­ტი­რე­ბა - 1 ნაბეჭდი თაბახი 25 სთ, მაგრამ არაუმეტეს 400 სთ-სა წლის განმავლობაში;

დ) რე­ცენ­ზი­რე­ბა - 1 ნაბეჭდი თაბახი 15 სთ, მაგრამ არაუმეტეს 100 სთ-სა წლის განმავლობაში.

  1.  საგანამანათლებლო პროგრამის ფარგლებში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ან სა­ლექ­ციო კურ­სის:

ა) მომ­ზა­დე­ბა-გა­მო­ცე­მა (მ.შ. ელექტრონული) - 1 ნაბეჭდი თაბახი - 50 სთ, მაგრამ არაუმეტეს 600 სთ-სა წლის განმავლობაში ერთ აკადემიურ პირზე;

ბ) თარ­გმნა - 1 ნაბეჭდი თაბახი 50 სთ, მაგრამ არაუმეტეს 500 სთ-სა წლის განმავლობაში ერთ აკადემიურ პირზე;

გ) სა­მეც­ნი­ე­რო რე­დაქ­ტი­რე­ბა - 1 ნაბეჭდი თაბახი 20 სთ, მაგრამ არაუმეტეს 300 სთ-სა წლის განმავლობაში;

დ) რე­ცენ­ზი­რე­ბა - 1 ნაბეჭდი თაბახი 15 სთ, მაგრამ არაუმეტეს 75 სთ-სა წლის განმავლობაში;

ე) შევ­სე­ბა-გა­ნახ­ლე­ბა და გა­მო­ცე­მა (მ.შ. ელექტრონული) - 1 ნაბეჭდი თაბახი 25 სთ, მაგრამ არაუმეტეს 300 სთ-სა წლის განმავლობაში ერთ აკადემიურ პირზე;

ვ) სასწავლო მეთოდური ნაშრომის შექმნა - 1 ნაბეჭდი თაბახი 40 სთ, მაგრამ არაუმეტეს 250 სთ-სა წლის განმავლობაში ერთ აკადემიურ პირზე.

  1. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სა­მეც­ნი­ე­რო სტ­ტი­ის:

ა) იმფაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო გამოცემებში - 1 სტატია - 400 სთ;

ბ) პუბლიკაცია უც­ხო­ეთ­ში რე­ფე­რი­რე­ბულ ჟურ­ნალ­ში - 1 სტა­ტია = 250 სთ;

გ) პუბლიკაცია აწსუ სა­მეც­ნი­ე­რო შრო­მე­ბის კრე­ბულ­ში - 1 სტა­ტია = 200 სთ (არაუმეტეს 2 სტატიისა სასწავლო წლის განმავლობაში);

დ) პუბლიკაცია სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ფე­რი­რე­ბულ ჟურ­ნალ­ში - 1 სტა­ტია = 200 სთ (არაუმეტეს 3 სტატიისა სასწავლო წლის განმავლობაში);

ე) რეცენზირება - 10 სთ;

ვ) ნამუშევრების წარდგენა/გამოფენა, მოდელების შექმნა/ჩვენება - 1 ნამუშევარი/მოდელი - 40 საათი;

  1. საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში:

ა) სა­ერ­თა­შო­რი­სო დონორ ორგანიზაციებში საგ­რან­ტო პროექტის წარდგენა - 1 გრან­ტი­სათ­ვის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 100 სთ ხელმძღვანელობისათვის, 30 სთ მონაწილეობისათვის;

ბ) სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლ სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დში საგ­რან­ტო პროექტის წარდგენა - 1 გრან­ტი­სათ­ვის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 100 სთ ხელმძღვანელობისათვის, 25 სთ მონაწილეობისათვის;

გ) ში­და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო საგ­რან­ტო პროექტის წარდგენა - 1 პროექტი­სათ­ვის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 50 სთ ხელმძღვანელობისათვის, 20 სთ მონაწილეობისათვის;

  1. საპატენტო-სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში:

ა) გამოგონება საერთაშორისო წარდგენით - 180 სთ;

ბ) გამოგონება საქართველოში წარდგენით - 130 სთ;

გ) სასარგებლო მოდელის დაპატენტება - 75 სთ;

დ) სამრეწველო ნიმუშის დაპატენტება - 70 სთ;

 

  1. სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია/სიმ­პო­ზი­უ­მის:

ა) სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ის/სიმ­პო­ზი­უ­მის ორგანიზება და ხელმძ­ღვა­ნე­ლო­ბა - 1 კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში - 150 სთ;

ბ) სა­ერ­თა­შო­რი­სო სამეცნიერო კონფერენციის ნაშრომთა კრებულის რედაქტორობა (სარედაქციო საბჭოს წევრობა) - 1 კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში 50 საათი;

გ) სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე/სიმ­პო­ზი­უმ­ზე მოხ­სე­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა და გამოქვეყნება - 1 მოხ­სე­ნე­ბა - 150 სთ;

დ) ეროვნული კონ­ფე­რენ­ცი­ის/სიმ­პო­ზი­უ­მის ორგანიზება და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა - 1 კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში - 150 სთ;

ე) ეროვნულ სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე/სიმ­პო­ზი­უმ­ზე მოხ­სე­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა და გამოქვეყნება - 1 მოხ­სე­ნე­ბა - 100 სთ;

ვ) საუნივერსიტეტო ადგილობრივი სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ო­ბის ორგანიზება და ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბა - 1 კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში - 75 სთ;

ზ) საუნივერსიტეტო ადგილობრივი სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე/სიმ­პო­ზი­უმ­ზე მოხ­სე­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა და გამოქვეყნება  - 1 მოხ­სე­ნე­ბა - 35 სთ;

  1. სამეცნიერო გამოცემების რედკოლეგიის წევრობა:

ა) სა­ერ­თა­შო­რი­სო გამოცემების რედკოლეგიის წევრობა - 40 სთ;

ბ) ეროვნული გამოცემების რედკოლეგიის წევრობა - 20 სთ;

  1. სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ი­სათ­ვის სტუ­დენ­ტის მომ­ზა­დე­ბა:

ა) სა­ერ­თა­შო­რი­სო სამეცნიერო კონ­ფე­რენ­ცი­ი­ს შრომების კრებულში გამოქვეყნებული მოხ­სე­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბის ხელმძ­ღვა­­ნე­ლო­ბა - 1 სტუ­დენ­ტი/მოხ­სე­ნე­ბა - 30 სთ, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში;

ბ) ეროვნულ სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ი­ს შრომების კრებულში გამოქვეყნებული მოხ­სე­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა - 1 სტუ­დენ­ტი/მოხ­სე­ნე­ბა - 20 სთ, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში;

გ) შიდასაუნივერსიტეტო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ი­ს შრომების კრებულში გამოქვეყნებული მოხ­სე­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა - 1 სტუ­დენ­ტი/მოხ­სე­ნე­ბა - 10 სთ, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში;

  1. სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ე­რო-შემოქმედებითი წრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა - 20 სთ.
  2. საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ნაშ­რო­მის რე­ცენ­ზი­რე­ბა-ექსპერტიზა:

ა) სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მის რეცენზირება- ექსპერტიზა - 1 ნაშ­რო­მი­სათ­ვის - 50 სთ;

ბ) სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მის რე­ცენ­ზი­რე­ბა - 1 ნაშ­რო­მი­სათ­ვის - 20 სთ.

  1. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის:

ა) სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის მომზადება და წარდგენა სათანადო საუნივერსიტეტო პროცედურების დაცვით - 200 სთ;

ბ) სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის მომზადება და წარდგენა სათანადო საუნივერსიტეტო პროცედურების დაცვით - 150 სთ;

გ) სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის მომზადება და წარდგენა სათანადო საუნივერსიტეტო პროცედურების დაცვით - 150 სთ.

დ) პროფესიული პროგრამის მომზადება და წარდგენა სათანადო საუნივერსიტეტო პროცედურების დაცვით - 50 სთ.

ე) minor პროგრამის მომზადება და წარდგენა სათანადო საუნივერსიტეტო პროცედურების დაცვით (თუ უნივერსიტეტში არ ფუნქციონირებს შესაბამისი საბაკალავრო, major პროგრამა) - 50 სთ.

ვ) სილაბუსის მომზადება - 15 სთ.

  1. უნივერსიტეტის საბჭოების წევრობა:

ა) აკადემიური საბჭოს წევრობა - 40 სთ;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობა - 25 სთ;

გ) ფაკულტეტის საბჭოს წევრობა - 20 სთ;

დ) ფაკულტეტის საბჭოს მდივნობა - 15 სთ;

ე) სადოქტორო დისერტაციის საფაკულტეტო საექსპერტო კომისიის წევრობა - 10 სთ.

  1. აკადემიური პერსონალის სასწავლო დატვირთვა:

ა) აკადემიური პერსონალის სასწავლო დატვირთვის მთლიანი მოცულობა - 500 საათი;

ბ) ლექცია-პრაქტიკული და ლაბორატორიული მუშაობის მინიმალური სავალდებულო საათების რაოდენობა  პროფესორისათვის - 150 საათი;

გ) ლექცია-პრაქტიკული და ლაბორატორიული მუშაობის მინიმალური სავალდებულო საათების რაოდენობა   ასოცირებული პროფესორისათვის - 240 საათი;

დ) ლექცია-პრაქტიკული და ლაბორატორიული მუშაობის მინიმალური სავალდებულო საათების რაოდენობა  ასისტენტ  პროფესორისათვის - 320  საათი;

ე) დოქტორანტის ხელმძღვანელობა - 80 საათი (სასწავლო-საკონტაქტო - არაუმეტეს 15 სთ-სა და სასწავლო-ორგანიზაციული - არანაკლებ 65 სთ-სა ერთ დოქტორანტზე გაანგარიშებით). დოქტორანტის თანახელმძღვანელის საათობრივი სარგო განისაზღვრება ხელმძღვანელის წარდგინებისა და აწსუ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 30 ნოემბრის №35(12/13) დადგენილების საფუძველზე, სადისერტაციო ნაშრომის სპეციფიკის გათვალისწინებით. დოქტორანტის ხელმძღვანელობის სასწავლო-საკონტაქტო დატვირთვის შესრულება მოხდეს მხოლოდ ამ დადგენილების და­ნარ­თი №1-ის მე-13 მუხლით განსაზღვრული აკადემიური პერსონალის სასწავლო დატვირთვის მთლიანი მოცულობის სრულად შესრულების შემდეგ.

ვ) მაგისტრანტის ხელმძღვანელობა - 40 საათი;

ზ) აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელობა - 60 სთ;

თ) მაინორ პროგრამის (თუ არ არსებობს შესაბამისი მაიჯორ პროგრამა) ხელმძღვანელობა - 20 საათი;

ი) დეპარტამენტის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელობა (რექტორის შესაბამისი ბრძანებით დანიშვნის შემთხვევაში) - 40 სთ;

კ) სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული სასემინარო ნაშრომის:

კ.1. ხელმძღვანელობა (1 სტუდენტზე) - 30 საათი;

კ.2. რეცენზენტობა (1 სტუდენტზე) – 10 საათი.

ლ) საგამოცდო დავალების მომზადება/განახლება, გამოცდის ჩატარება/საგამოცდო ნაშრომის გასწორება - 1 აკადემიურ ჯგუფზე (1 სასწავლო სემესტრის განმავლობაში): ბაკალავრიატში (25-30 სტუდენტი) – 24 საათი; მაგისტრატურაში (არაუმეტეს 12 სტუდენტი - 8 საათი, 12 სტუდენტი და მეტი – 24 საათი; დოქტორანტურაში - 5 საათი. სხვა ტიპის ჯგუფებში საგამოცდო დავალების მომზადება/განახლება, გამოცდის ჩატარება/საგამოცდო ნაშრომის გასწორების საათები განისაზღვროს სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად;

მ) სტუდენტთა კონსულტაცია - 3 საათი ერთ სრულ აკადემიურ ჯგუფზე სემესტრის განმავლობაში. სხვა ტიპის ჯგუფებში კონსულტაციის საათები განისაზღვროს სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად;

ნ)   მიზნობრივი წერითი ნაშრომის (რეფერატი, მიზნობრივი პროექტი) გასწორება - 0,5 საათი ერთ ნაბეჭდ თაბახზე. უცხო ენაზე შესრულებული ნაშრომის გასწორება - 1 სთ. ნაშრომის სხვა მოცულობის შემთხვევაში, საათი განისაზღვრება პირდაპირპროპორციულად;         

ო) აკადემიური ჯგუფის (არაუმეტეს ორისა) კურატორობა/ტუტორობა (რექტორის შესაბამისი ბრძანებით დანიშვნის შემთხვევაში) - 30 საათი;

პ) საწარმოო, სასწავლო, პედაგოგიური, პროფესიული და საველე პრაქტიკის საათების რაოდენობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით აკადემიური პერსონალის დატვირთვის პარამეტრების გაანგარიშების ნორმების შესახებ;

ჟ) აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს სასწავლო დატვირთვის ნორმის (500 საათი) ზევით შეასრულოს სასწავლო დატვირთვა საათობრივი ანაზღაურების წესით, მაგრამ არა უმეტეს 200 საათისა (მათ შორის: არანაკლებ 135 საათისა სასწავლო-საკონტაქტო და არაუმეტეს 65 საათისა სასწავლო-მეთოდური დატვირთვა). ამ საათობრივი განაწილების პირდაპირი პროპორციის დაცვით მოხდეს 200 საათამდე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. აღნიშნული 200 საათის შესაბამისი ანაზღაურების არ აღების შემთხვევაში სააათების მოცულობა შეიძლება ჩაითვალოს სამეცნიერო-მეთოდური მუშაობის შესრულებად; 200 საათის საათობრივი ანაზღაურება დატვირთვის ნორმის (500 საათი) ზევით მოხდეს მხოლოდ აღნიშნული ნორმატივის შესრულების შემდეგ, სემესტრული განაწილების გათვალისწინებით.

რ) მე-13 მუხლის „ჟ“ პუნქტით გათვალისწინებული ნორმების ზევით სასწავლო დატვირთვის შესრულების შემთხვევაში, ნორმებს ზევით (500 სთ + 200 სთ) შესრულებული სამუშაო ჩაითვლება სამეცნიერო-მეთოდური მუშაობის შემადგენელ კომპონენტად და არ ანაზღაურდება დამატებით;

ს) იმ აკადემიურ პერსონალს (შტატით, ხელშეკრულებით, საათობრივი ანაზღაურების წესით), რომელსაც მუშაობა უხდება არასრულ სამაგისტრო ჯგუფებში (სტუდენტთა ოდენობით  1-2-3 მე-13 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ „ჟ“ პუნქტებით გათვალისწინებული ნორმატივები ინდივიდუალურ დატვირთვაში განისაზღვროს შესასრულებელი სასწავლო დატვირთვის 25% , 50%  და 75 %-ის  ოდენობით.

ტ) იმ აკადემიურ პერსონალს (შტატით, ხელშეკრულებით, საათობრივი ანაზღაურების წესით), რომელსაც მუშაობა უხდება საბაკალავრო პროგრამებზე არსებულ მცირერიცხოვან ჯგუფებში (10-ზე ნაკლები) მე-13 მუხლის “, „“, „“, „“, „“, „“, „,“პ“  „ჟ“ პუნქტებით გათვალისწინებული ნორმატივები ინდივიდუალურ დატვირთვაში განისაზღვროს ჩასატარებელი საათების 50%-ით.

უ) დეპარტამენტის კოორდინატორებმა ინდივიდუალური სასწავლო დატვირთვა აკადემიურ პერსონალზე გაანაწილონ დაკავებული საშტატო განრიგის შესაბამისად აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების მიხედვით.

ფ) შტატით მომუშავე იმ აკადემიურ პერსონალს, რომელთაც მუშაობა უხდებათ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017წლის № 46(16/17) დადგენილების და­ნარ­თი №1-ის  მე-13 მუხლის „ს“ და „ტ“ პუნქტებით გათვალისწინებულ არასრულ ჯგუფებთან, სასწავლო დატვირთვის შესაძლო მოცულობა განისაზღვროს არაუმეტეს 700 საათისა. შრომის ანაზღაურება მოხდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, აკადემიური პერსონალის სასწავლო-საკონტაქტო დატვირთვის საუნივერსიტეტო ნორმების პირდაპირპროპორციულად.

ქ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, აკადემიური პერსონალის სასწავლო დატვირთვის პარამეტრების განსაზღვრის საკითხი შეთანხმდეს უნივერსიტეტის რექტორთან ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით.

  1. ემერიტუსის სასწავლო დატვირთვა:

ა) ლექცია-პრაქტიკული და ლაბორატორიული მუშაობის მინიმალური სავალდებულო საათების რაოდენობა  - 90 საათი;

ბ) დოქტორანტის ხელმძღვანელობა - 80 საათი. დოქტორანტის თანახელმძღვანელის საათობრივი სარგო განისაზღვრება ხელმძღვანელის წარდგინებისა და აწსუ აკადემიური საბჭოს 2012  წლის 30 ნოემბრის № 35(12/13) დადგენილების საფუძველზე, სადისერტაციო ნაშრომის სპეციფიკის გათვალისწინებით;

გ) მაგისტრანტის ხელმძღვანელობა - 40 საათი;

დ) სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული სასემინარო ნაშრომის ხელმძღვანელობა - 30 საათი;

ე) საგამოცდო დავალების მომზადება/განახლება, გამოცდის ჩატარება/საგამოცდო ნაშრომის გასწორება - 1 აკადემიურ ჯგუფზე (1 სასწავლო სემესტრის განმავლობაში): ბაკალავრიატში (25-30 სტუდენტი)  – 16 საათი;  მაგისტრატურაში (არაუმეტეს 12  სტუდენტი - 6 საათი, 12 სტუდენტი და მეტი –16 საათი;  დოქტორანტურაში -4 საათი.

ვ) სტუდენტთა კონსულტაცია  -2 საათი  ერთ სრულ აკადემიურ ჯგუფზე სემესტრის განმავლობაში. სხვა ტიპის ჯგუფებში კონსულტაციის საათები განისაზღვროს სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად;

ზ) მიზნობრივი წერითი ნაშრომის (რეფერატი, მიზნობრივი პროექტი) გასწორება - 0,5 სთ. ერთ ნაბეჭდ თაბახზე. უცხო ენაზე შესრულებული ნაშრომის გასწორება - 1 სთ.  ნაშრომის სხვა მოცულობის შემთხვევაში, საათი განისაზღვრება პირდაპირპროპორციულად;                                                                                                     

თ) მე-14 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ნორმების ზევით სასწავლო დატვირთვის შესრულების შემთხვევაში, ნორმებს ზევით შესრულებული სამუშაო ჩაითვლება სამეცნიერო-მეთოდური მუშაობის შემადგენელ კომპონენტად და არ ანაზღაურდება დამატებით;

ი) ემერიტუსს, რომელსაც მუშაობა უხდება არასრულ სამაგისტრო ჯგუფებში (სტუდენტთა ოდენობით  1-2-3 მე-13 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“  პუნქტებით გათვალისწინებული ნორმატივები ინდივიდუალურ დატვირთვაში განისაზღვროს შესასრულებელი სასწავლო დატვირთვის 25% , 50%  და 75 %-ის  ოდენობით.

კ) ემერიტუს,რომელსაც მუშაობა უხდება საბაკალავრო პროგრამებზე არსებულ მცირერიცხოვან ჯგუფებში (10-ზე ნაკლები) მე-13 მუხლის “, „“, „“, „“, „“, „“, „,“პ“  „ პუნქტებით გათვალისწინებული ნორმატივები ინდივიდუალურ დატვირთვაში განისაზღვროს ჩასატარებელი საათების 50%-ით.

ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ემერიტუსის სასწავლო დატვირთვის პარამეტრების განსაზღვრის საკითხი შეთანხმდეს უნივერსიტეტის რექტორთან ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით.

  1. მასწავლებლის სასწავლო დატვირთვა:

ა) მასწავლებლის  სასწავლო დატვირთვის წლიური მოცულობა განისაზღვროს 600 საათის ოდენობით.

ბ) სასემინარო, პრაქტიკული და ლაბორატორიული მუშაობის მინიმალური სავალდებულო საათების რაოდენობა - 420 საათი;

გ) საგამოცდო დავალების მომზადება/განახლება, გამოცდის ჩატარება/საგამოცდო ნაშრომის გასწორება - 1 აკადემიურ ჯგუფზე (1 სასწავლო სემესტრის განმავლობაში): ბაკალავრიატში (25-30 სტუდენტი)  –16 საათი;    მაგისტრატურაში (არაუმეტეს 12  სტუდენტი - 6 საათი,   12 სტუდენტი და მეტი – 16 საათი.

დ) სტუდენტთა კონსულტაცია  - 2 საათი   ერთ სრულ აკადემიურ ჯგუფზე სემესტრის განმავლობაში. სხვა ტიპის ჯგუფებში კონსულტაციის საათები განისაზღვროს სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად;

ე) მასწავლებელს, რომელსაც მუშაობა უხდება არასრულ სამაგისტრო ჯგუფებში (სტუდენტთა ოდენობით  1-2-3 მე-13 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“  პუნქტებით გათვალისწინებული ნორმატივები ინდივიდუალურ დატვირთვაში განისაზღვროს შესასრულებელი სასწავლო დატვირთვის 25% , 50%  და 75 %-ის  ოდენობით.

ვ) მასწავლებელს,რომელსაც მუშაობა უხდება საბაკალავრო პროგრამებზე არსებულ მცირერიცხოვან ჯგუფებში (10-ზე ნაკლები) მე-13 მუხლის “, „“, „“, „“, „“, „“, „,“პ“  „ პუნქტებით გათვალისწინებული ნორმატივები ინდივიდუალურ დატვირთვაში განისაზღვროს ჩასატარებელი საათების 50%-ით.

ზ) მასწავლებელს უფლება აქვს მე-15 მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული ნორმის ზევით შეასრულოს სასწავლო დატვირთვა 200 საათის მოცულობით, რომელზეც ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც განსაზღვრულია აკადემიური პერსონალისათვის მე-13 მუხლის „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“ , პუნქტებით;

  1. ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტების სასწავლო და დატვირთვა:

ა) ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტის დატვირთვის წლიური მოცულობა განისაზღვროს 1000 საათის ოდენობით (მ.შ. 400 საათი სასწავლო დატვირთვა, 600 საათი სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა).

ბ) ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტის უფლება აქვს მე-16 მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული ნორმის ზევით შეასრულოს სასწავლო დატვირთვა 200 საათის მოცულობით, რომელზეც ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც განსაზღვრულია აკადემიური პერსონალისათვის მე-13 მუხლის „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“ , პუნქტებით;

გ) ლექცია-პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოს შესასრულებელი საათების მინიმალური სავალდებულო ნორმა ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტისათვის განისაზღვროს - 240 საათის (აკადემიური ხარისხის მქონე პირებისათვის) ან 320 საათის (აკადემიური ხარისხის არმქონე პირებისათვის) ოდენობით.

დ) სპეციალისტის მოწვევის საკითხი შეთანხმდეს რექტორთან ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით.

ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული პირის (მ.შ. განსაკუთრებული რანგით) წლიური დატვირთვის მოცულობა (ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმებისადმი პირდაპირი პროპორციის გათვალისწინებით) შეთანხმდეს რექტორთან ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით.

ვ) ხელშეკრულება ფორმდება  მხოლოდ ერთი სასწავლო წლის ფარგლებში.

  1. სხვა აქტივობები:

ამ წესით გაუთვალისწინებელი ნებისმიერი სხვა აქტივობა, რომელიც ემსახურება აწსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების  განვითარებას - სულ 75 საათი (სათანადო დოკუმენტაციის (ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება, დეკანის ბრძანება, დეპარტამენტის სხდომის გადაწყვეტილება) წარმოდგენის შემთხვევაში).

  1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს აკადემიური საბჭოს 2017 წლის 30 ივნისის დადგენილება № 46(16/17) აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ემერიტუსის, მასწავლებლის და ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების  წლიური სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვის ნორმების დამტკიცების შესახებ.
  2. 19. დადგენილება ამოქმედდეს 2017-2018 სასწავლო წლის 1 სექტემბრიდან.
მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ #2

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

15 სექტემბერი,  2017

დადგენილება №2(17/18)

მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორის ბრძანების (№512,16.08.2017წ.) და პროფესიული განათლების  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წერილის შესაბამისად განხორციელდეს ცვლილებები ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებში, კერძოდ, შეტანილ იქნას ჩანაწერი: „მოდულების, ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებმაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვეს „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ტესტირების გზით. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამაზე  სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით.“

პროგრამებში, ასევე, ჩაწერილ იქნას პროგრამების მოცულობა და ხანგრძლივობა  ქართულენოვანი და არაქართულენოვანი  სტუდენტებისათვის.

 

N

მოდულური პროფესიული პროგრამები

პროგრამის ხელმძღვანელები

1

ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი

ნატო ქობულაძე

2

ბიბლიოთეკარი

გიორგი ჭიჭინაძე

3

საბაჟო საქმის სპეციალისტი

სერგო სვანაძე

4

სასტუმრო საქმის სპეციალისტი

ნანა შარაბიძე

5

სარეკლამო აგენტი

თენგო კუპრაშვილი

6

სისტემების ადმინისტრატორი

თეიმურაზ ფესტვენიძე

7

ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი

ნინო დოლიძე

8

ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი

მაია გრძელიძე

9

დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი

თამარ მოსეშვილი

10

ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი

ვასილ წიქვაძე

11

სატრანსპორტო ლოჯისტიკის ოპერატორი

თეიმურაზ კოჩაძე

 

       საფუძველი: განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორის ბრძანება N512/ნ 2017 წლის 16 აგვისტო.

აკადემიური საბჭოს

თავმჯდომარე, რექტორი:                                                                  პროფ. გიორგი ღავთაძე

2017-2018 სასწავლო წლისათვის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ #1

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N45(16/17) დადგენილების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამებში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

•    საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) შუალედური შეფასების ხვედრითი წილი შეადგენს ჯამურად 60 ქულას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგი შეფასების ფორმებს:
სტუდენტის აქტივობა სასწავლო სემესტრის განმავლობაში (მოიცავს შეფასების სხვადასხვა კომპონენტებს) -30 ქულა;
შუალედური გამოცდა- 30 ქულა;

დასკვნითი გამოცდა -  40 ქულა.
•    დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომლის შუალედური შეფასებების კომპონენტებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჯამურად შეადგენს არანაკლებ 18 ქულას.

ასევე ცალკეულ პროგრამებში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები. აღნიშნული ცვლილელებების გათვალისწინებით 2017-2018 სასწავლო წლისათვის დამტკიცდეს ქვემოთ ჩამოთვლილი საგანმანათლებლო პროგრამები  თანდართული ფორმით (დანართი  CD -დისკის სახით):

გამომდინარე საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების  წესის  დამტკიცების შესახებ #30

გამომდინარე საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების  წესი  დამტკიცდეს თანდართული ფორმით.

აწსუ აკადემიური პერსონალის, ემერიტუსის, მასწავლებლის, ხელშეკრულებითა  და საათობრივად მოწვეული სპეციალისტების  სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვების  ნორმატივების განსაზღვრის, დამტკიცების, აღრიცხვისა   და შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალის, ემერიტუსის, მასწავლებლის, ხელშეკრულებითა და საათობრივად მოწვეული სპეციალისტების  სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვების ნორმატივების განსაზღვრის, დამტკიცებისა და შესრულების  შემოწმების წესი  დამტკიცდეს თანდართული ფორმით.

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის პრაქტიკაზე გაშვების, შეფასებისა და პრაქტიკის გაუმჯობესების წესის   დამტკიცების შესახებ #28

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის პრაქტიკაზე გაშვების, შეფასებისა და პრაქტიკის გაუმჯობესების წესი  დამტკიცდეს თანდართული ფორმით.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური კალენდრის  შემუშავების წესი დამტკიცების შესახებ #№26

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური კალენდრის შემუშავების წესი დამტკიცდეს თანდართული ფორმით.

მედიცინის  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის დამტკიცების შესახებ #34(17-18)

 

  1. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების ხმის დათვლის შედეგების შემაჯამებელი ოქმის  საფუძველზე,  მედიცინის  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცდეს ასოცირებული  პროფესორი  თამარ ვალიშვილი 3 წლის ვადით, 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 28 ნოემბრამდე.
  2. დადგენილება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11).
საინჟინრო-ტექნოლოგიური  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის დამტკიცების შესახებ #33(17-18)

1.    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის  სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების ხმის დათვლის შედეგების შემაჯამებელი ოქმის  საფუძველზე,  საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცდეს  პროფესორი  თემურ ღვინიანიძე 3 წლის ვადით, 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 28 ნოემბრამდე.
2.    დადგენილება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11).

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის დამტკიცების შესახებ #32(17-18)

1.    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სანმართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების ხმის დათვლის შედეგების შემაჯამებელი ოქმის  საფუძველზე,  ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცდეს ასოცირებული პროფესორი  შოთა ლიმინაშვილი 3 წლის ვადით,  2017 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 28 ნოემბრამდე.
2.    დადგენილება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11).

აგრარული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის აკრედიტაციაზე წარდგენის შესახებ #31(17-18)

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა აკრედიტაციაზე წარდგენილ იქნას თანდართული ფორმით (დანართი  CD -დისკის სახით):