უნივერსიტეტის მისია

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეფუძნება რა ფაზისისა და გელათის აკადემიების ტრადიციებსა და „უნივერსიტეტების დიდი ქარტიის“ პრინციპებს, როგორც კავკასიის ერთ-ერთი უძველესი, მრავალპროფილური უმაღლესი აკადემიური დაწესებულება, საგანმანათლებლო, კვლევითი და ბიზნეს პროცესების ერთიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფით ისწრაფვის აღზარდოს პროფესიონალები და ლიდერები, რომლებიც ცოდნის შექმნის, დაგროვებისა და გავრცელების გზით საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში.