კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი

კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კვლევითი აქტივობების განვითარებას როგორც აკადემიურ პერსონალში, ასევე სტუდენტებში. ცენტრი მხარს უჭერს აკადემიურ პერსონალს მოიპოვონ გრანტები, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და მიმართულებები კვლევის ნებისმიერ სფეროში,  ეხმარება მათ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებაში და საშუალებას აძლევს სტუდენტებსა და დოქტორანტებს განავითარონ მათი კვლევითი აქტივობები. ცენტრი შეისწავლის უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს და ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს.