მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე „იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის“ მხარდაჭერით ჩატარდა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული კონფერენცია „ახალი ინიციატივები“.

2022 წლის 23-26 ოქტომბერს, საბაკალავრო პროგრამის „აგრონომია“ - აგროეკოლოგიის და მცენარეთა დაცვის სპეციალობების სტუდენტები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით, იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. კერძოდ, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტსა და ტრაპზონის კარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, იყვნენ აგრარული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარიეტა თაბაგარი, აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი როზა ლორთქიფანიძე, აგრარული ფაკულტეტის აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: ნუნუ ჩაჩხიანი-ანასაშვილი, ნატალია სანთელაძე, ნინო ყიფიანი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კოლეგა წარმომადგენლები. ვიზიტმა ჩაიარა საქმიან ვითარებაში, გამოიკვეთა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის ახალი გეგმები.

მიმდინარე წლის 10-15 ოქტომბერს, ნორვეგიის სამხრეთ აღმოსავლეთის უნივერსიტეტში (USN) Erasmus+ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა აგრარული ფაკულტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი იზოლდა ხასაია. ვიზიტის მიზანი იყო ცოდნის გაზიარება სწავლებითა და პედაგოგიური აქტივობებით, ინტერნაციონალიზაციისა და ევროპის განათლების სისტემაში ინტეგრაციის გაზრდა. ვიზიტის მსვლელობისას იზოლდა ხასაიამ ჩაატარა ლექციები, მონაწილეობა მიიღო დისკუსიებსა და ვორკშოპებში, რომლებიც ეხებოდა ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე, სწავლის/სწავლების ახალ ინოვაციურ მეთოდებს, დაამყარა ახალი და გააღრმავა არსებული კავშირები. ვიზიტის მსვლელობისას საფუძველი ჩაეყარა USN-ის პროფესორებთან მომავალ თანამშრომლობას, კერძოდ, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში „ტურიზმი“ ორი კურსის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს USN-ის ერთ-ერთი პროფესორი.

მიმდინარე წლის 24-27 იქტომბერს ნორვეგიული საგრანტო საგანმანთლებლო პროექტის „მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობა სოფლად და მემკვიდრეობა. თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის“ (2016-2022) დასრულებასთან დაკავშირებით ბიშკეკში (ყირგიზეთი) ანგარიში წარადგინა პროექტის კოორდინატორმა უნივერსიტეტიდან ასოც. პროფესორმა იზოლდა ხასაიამ. ანგარიშის თანახმად, 6 წლიანი თანამშრომლობის შედეგად აგრარულმა ფაკულტეტმა განახორციელა შემდეგი აქტივობები:

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 1114 აუდიტორიაში, 14:00 საათზე გაიმართება აგრარული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის "აგრონომია" დოქტორანტის გიორგი კილაძის სადისერტაციო ნაშრომის: "კურორტ წყალტუბოს ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მონიტორინგი, მცენარეული საფარის შენარჩუნებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები" საჯარო განხილვა.