ტურიზმის მიმართულების პირველკურსელები რაჭაში

მ/წ–ის 2 ნოემბერს, განხორციელდა აგრარული ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტების გასვლა რაჭაში, მისი პოპულარული ტურისტული ობიექტების გასაცნობად.სტუდენტებს ჩაუტარდათ მასტერ-კლასი სხვადასხვა ტურისტული ინვენტარისა და აღჭურვილობის გამოყენებაზე.

გაიმართა შეხვედრა ამბროლაურის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში და მოხდა მათ მიერ შემუშავებული ახალი ტურისტული მარშრუტების გაცნობა.
პირველკურსელებს გიდობას უწევდნენ მაღალი კურსის სტუდენტები (ტუტორები). ჯგუფს ხელმძღვანელობდა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ასოცირებული პროფესორი იზოლდა ხასაია და ასოცირებული პროფესორი ელისო გველესიანი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.