საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის 1980 წლის კურსდამთავრებულთა შეხვედრა აწსუ-ში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო დღეებში აგრარულ ფაკულტეტს სტუმრობდნენ ყოფილი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის 1980 წლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც 40 წლის შემდეგ, 2018 წლის 23 ნოემბერს თავი მოიყარეს მშობლიური უნივერსიტეტის, ახლანდელი აგრარული ფაკულტეტის, სააქტო დარბაზში და გაიმართა გულითადი შეხვედრა ყოფილ პედაგოგებს, თანაკურსელებსა და ახლანდელ ადმინისტრაციასთან.

საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის „სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტის“ 1980 წლის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა აგრარული ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა, ყოფილმა დეკანმა ასოცირებულმა პრფესორმა რამაზ კილაძემ და სტუმრების თანაკურსელმა, ტურიზმისა და ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა ეთერ ბენიძემ.
შეხვედრას ესწრებოდა 60-მდე კურსდამთავრებული,რომელთა უმრავლესობა წლების განმავლობაში მუშაობდნენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე საქართველოს სოფლის მეურნეობაში, ბევრი დღესაც განაგრძობს დარგში საქმიანობას და ღვაწლმოსილი პროფესორები: ალექსანდრა (ლიანა)ჩაფიჩაძე და ნელი კელენჯერიძე. შეხვედრამ ძალიან გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა, რომელზეც გამომსვლელებმა გაიხსენეს მშობლიურ უნივერსიტეტთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ბევრი ისტორია.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.