ყირგიზელი სტუდენტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ნორვეგიული საგანმანათლებლო საგრანტო პროექტის „ მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობა სოფლად და მემკვიდრეობა. თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის“ ფარგლებში 10 -დან 17 მარტამდე აწსუ აგრარულ ფაკულტეტზე წინა სადიპლომო პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები ყირგიზეთის სამი უნივერსიტეტიდან. ისინი გაეცნენ იმერეთის ტურისტულ პოტენციალს, სოფლად ტურიზმის განვითარების მდგომარეობასა და შესაძლებლობებს.

გაიმართა საინტერესო შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ როლანდ კოპალიანთან, რექტორის მოადგილესთან პროფესორ შალვა კირთაძესთან, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებთან, აგრეთვე ქუთაისის ტურიზმის განვითარების ცენტრში და წყალტუბოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში.
ყირგიზელი სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტალიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილმა გამოფენამ . პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა სტუმრებს მინი ლექციაც ჩაუტარა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.