სამაგისტრო პროგრამამ ,,ლანდშაფტური არქიტექტურა“ მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით

აგრარული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამამ ,,ლანდშაფტური არქიტექტურა“ (პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც.პროფესორი რამაზ კილაძე, ძირითადი განმახორციელებელი დეპარტამენტი: ,,ტურიზმისა და ლანდშაფტური არქიტექტურის“) 2019 წლის 1 აპრილს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით.

2019-2020 სასწავლო წლიდან, აგრარულ ფაკულტეტზე ყოველწლიურად მოხდება მაგისტრანტების მიღება აკრედიტირებულ სამაგისტრო პროგრამაზე ,,ლანდშაფტური არქიტექტურა“ წინასწარ გამოცხადებულ აწსუ რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვაკანტურ ადგილებზე დადგენილი წესით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.