ტურიზმის პროგრამის სტუდენტები საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე- 2019

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებს ,გამართულს 3 მაისს თბილისში და 10 მაისს ბათუმში, დაესწრო აგრარული ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 50 მდე სტუდენტი და 6 პროფესორ - მასწავლებელი. ისისნი გაეცნენ აქ წარმოდგენილი ქართული და უცხოუირი კომპანიების ახალ ტურისტულ პროდუქტებს და სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებლებს, ასევე დამყარდა კონტაქტები ტურისტულ კომპანიებთან, როგორც სტუდენტებისთვის შესაძლო ახალი პრაქტიკის/სტაჟირების ობიექტი.

აგრეთვე, სტუდენტებმა და პროფესორ - მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა გამოფენის პარალელურად, გამართულ სადისკუსიო პანელის: „MICE (საქმიანი) ტურიზმი საქართველოში – სწრაფი განვითარება“ მუშაობაში.
ამ ღონისძიებებში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სტუდენტებისთვის ასევე პროფესორ- მასწავლებლებისთვისაც შეძენილი ცოდნის, საინფორმაციო მასალების მიღების და ახალი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით.
სტუდენტებმა გამოფენის შემდეგ, დაათვალიერეს მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.