“აგროინჟინერიის” საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკაზე

აგრარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „აგროინჟინერია“ სტუდენტები 2019 წლის 10 მაისს იმყოფებოდნენ საწარმოო პრაქტიკაზე აბაშის-შპს „მექანიზატორის“ სერვის ცენტრში, აგროფირმა „ზანაგრო“-ში და აგრარული ფაკულტეტის სენაკის სასწავლო მეურნეობაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაცნობის, მისი ექსპლუატაციის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და მრავალწლიანი კულტურების დათვალიერების მიზნით.

პრაქტიკის მიზანი იყო სტუდენტები გაცნობოდნენ შპს „მექანიზატორის“ ბაზაზე არსებულ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებს; „ზანაგროში“ წარმოდგენილ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებს, მათ შორის მეცხოველეობის პროდუქციის გადამამუშავებელ მანქანებს და სენაკის სასწავლო მეურნეობაში არსებულ მრავალწლიან კულტურებს.
სტუდენტებთან ერთად პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ აგროინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: სოსო თავბერიძე, ემზარ კილასონია და მამუკა წიქორიძე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.