აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები ღვინის საერთაშორისო არტ ფესტივალზე ბაღდათში

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ქართული ღვინის დღისბ აღსანიშნავად  გაიმართა ღვინის საერთაშორისო არტ ფესტივალი ქ.ბაღდათში.  ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ–მუზეუმის მომდებარედ. ფესტივალში იმერეთის რეგიონის ღვინის მწარმოებლებთან ერთად მონაწილეობას იღებდა საქართველოსა სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მეწარმეები,რომლებსაც მათთვის გამოყოფილ სივრცეებში წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი წარმოების პროდუქცია და ვაზის სამექანიზაციო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკა.

სტუდენტებს საშუალება მიეცათ პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიეღოთ კონსულტაცია     ფესტივალში მონაწილე სპეციალისტებისგან და დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ასორტიმენტის პროდუქცია ,ემსჯელათ  მზა პროდუქციის  ხარისხობრივი მაჩვენებლების ფორმირების პირობებზე და ღვინის დაყენების ამათუ იმ  წესის ავ–კარგიანობაზე.

ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ ფესტივალის ორგანიზატორებს  და საზღვარგარეთელ სტუმრებს არტ ტურებთან დაკავშირებით.ასევე მათ მონაწლეობა მიიღეს  კარვის გაშლის მასტერკლასში.  ფესტივალი დასრულდა საზეიმო კონცერტით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.