ტრენინგი აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

2019 წლის 25 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე , კურუკულუმის გარეთ აქტივობების განხორციელების მიზნით, ჩატარდა შეხვედრა კომპანია“კალოს“ წარმომადგენლებთან.

კომპანია „კალო“ USAID და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა სერვისებს აგრარულ სფეროში დასაქმებული პირებისთვის. აღნიშნული მომსახურების უკეთ განხორციელებისთვის მათ შექმნეს აგროპორტალი, რომლის პრეზენტაციაც მოხდა სტუდენტებთან. ბატონმა დავით ქიმერიძემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდება სტუდენტებს პორტალით სარგებლობის შესახებ და მათთვის ჩაატარა ტრენინგი ნიადაგის ნაყოფიერების მართვის შესახებ. ტრენინგის მუშაობაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები. დასასრულს მათ კმაყოფილება გამოხატეს შეხვედრის ორგანიზებისა და კომპანია“კალოსთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენის გამო.
აგრარული ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კომპანია „კალოს“ დირექტორს ქალბატონ ეკატერინე ქიმერიძეს, კომპანიის აგროექსპერტს ბატონ დავით ქიმერიძეს და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აგრარული ფაკულტეტის სტუდენტების მხარდაჭერისა და საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.