2019 წლის 5 დეკემბერს აგრარულ ფაკულტეტზე, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი როზა ლორთქიფანიძე) გაიმართა ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამ ღონისძიების აღსანიშნავად ქ. თბილისში ყოველწლიურად იმართებოდა ნიადაგმცოდნეთა ოლიმპიადა, რომელშიც ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებდა აგრარული ფაკულტეტი. მიმდინარე წელს, ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების თავმჯდომარის, აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადა ჩატარდა ინტერნეტსივრცის გამოყენებით. შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეებმა სკაიპჩართვით წარმოადგინეს თავიანთი მოხსენებები და დაადასტურეს სოლიდარობა დედამიწის დღის აღნიშვნისადმი.

ოლიმპიადის მუშაობა გახსნა  აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,პროფესორმა როზა ლორთქიფანიძემ. მონაწილეებს მიესალმა და ოლიმპიადაზე გამომსვლელებს წარმატება უსურვა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა. ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდა აგრარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „აგრონომია“ სტუდენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო აგროეკოლოგიის მიმართულების სტუდენტების: მარიამ გუგავა, ლია დიაკონიძე, ანა ჩიქოვანი, იური ხარაბაძე და პირველკურსელი აგრონომების: ანა მუშკუდიანი, მარიამ კუხალაშვილი, რომან ჩხენკელის აქტიურობა, რომლებმაც პრეზენტაციები გააკეთეს და თავიანთ მოხსენებებში ისაუბრეს დედამიწის უმთავრესი ღირებულების-ნიადაგის მნიშვნელობაზე, ნიადაგების ტიპებზე,ეროზიის სახეებზე,ნიადაგის გამოფიტვის პრობლემებზე,ჰუმუსზე და სხვა მსგავს თემებზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.