აგრარული ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა FAO-ს წარმომადგენლებთან

აგრარული ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა FAO-ს წარმომადგენლებთან
2019 წლის 20 დეკემბერს აგრარული ფაკულტეტზე, აგრონომიული მიმართულებისა და შესაბამისი მაინორ პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსტენციის კოორდინატორებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აგრონომიული მიმართულებით სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
FAO-ს ექსტენციის კოორდინატორი თეონა მაქაცარია სტუდენტებს ესაუბრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შესახებ და იმ შესაძლებლობების შესახებ რომელსაც მათ აძლევს ჩვენს ქვეყანაში ამოქმედებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა “საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ENPARD III- ის ფარგლებში”. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აგრონომიული მიმართულების სტუდენტებს და წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ მოთხვნებს, ექნებათ შანსი, სტაჟირების მიზნით დროებითი დასაქმდნენ ანაზღაურებით.
დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მოწოდებული ინფორმაციისა და იმისთვის, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, აგრარული ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა ENPARD-ის პროგრამის ექსტენციის კომპონენტის ფარგლებში გაიარონ სტაჟირება იმერეთის რეგიონის წარმატებულ საწარმოებში შემდგომი დასაქმების შესაძლებლობის ხელშეწყობის მიზნით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.