2020 წლის 2 ივნისს აგრარულ ფაკულტეტზე გაიხსნა  და ონლაინრეჟიმში ჩატარდა აწსუ სტუდენტთა XXX  (შიდა მე-60-ე) სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "სოფლის მეურნეობა,კვების მრეწველობა და ტურიზმი პანდემიის პირობებში". კონფერენციამ იმუშავა ორ სექციად:  I სექცია: „აგრონომია და აგროინჟინერიის ბიზნესი პანდემიის პირობებში“, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი როზა ლორთქიფანიძე, თავმჯდომარეობდა საბაკალავრო პროგრამის „აგრონომია“  IV კურსის სტუდენტი  ლია დიაკონიძე და II სექცია:“ტურიზმი, ლანდშაფტური არქიტექტურა და კვების მრეწველობა პანდემიის პირობებში“,რომელსაც ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი იზოლდა ხასაია და თავმჯდომარეობდა  „ტურიზმის“ პროგრამის მაგისტრანტი ბადრი სირაძე. კონფერენციის ორგანიზებულად წარმართვა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან ერტად უზრუნველყვეს ასოცირებულმა პროფესორებმა: ნინო ავალიშვილმა და იზა ოჩხიკიძემ.

კონფერენცია გახსნა  და უნივერსიიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თხოვნით , მათი სალამი გადასცა დამსწრე საზოგადოებას, აწსუ აგრარული ფაკულტეტის დეკანმა,პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსერვეს უნივერსიტეტის რექტორმა,პროფესორმა როლანდ კოპალიანმა, აწსუ სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა,პროფესორმა იმერ ბასილაძემ,აგრარული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარიეტა თაბაგარმა და კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ,პროფესორმა როზა ლორთქიფანიძემ.
კონფერენციას თბილისიდან ჩაერთო და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ყოფილი რექტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,ღვაწლმოსილი პროფესორი ნაპოლეონ ქარქაშაძე.
კონფერენციაზე, თემის გათვალისწინებით, წარმოდგენილი იყო 40 სამეცნიერო ნაშრომი. თემატიკები იყო მრავალფეროვანი. აგრარული ფაკულტეტის  სტუდენტებთან ერთად კონფერენციაში, როგორც Minor პროგრამის წარმომადგენლები, მონაწილეობას იღებდნენ  ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა. ტრადიციულად, სტუდენტთა მიერ მაღალ დონეზე იქნა წარმოდგენილი  ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული  სამეცნიერო მოხსენებები და პანდემიის მიუხედავად, ონლაინრეჟიმში ჩატარებულმა ამ კონფერენციამ კიდევ ერთი სამახსოვრო ფურცელი ჩაამატა აგრარული ფაკულტეტის ისტორიას.

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.