ტრენინგი „შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების“ შესახებ

2017-2018წ.წ.–ში ამერიკის შეერთებული შტატების აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების და ტრენერების მიერ საქართველოში ქ.თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ორ ეტაპად ჩატარდა „შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების“ ტრენინგი OSHA–ს ორგანიზებით.  (OSHA – Occupational Safety and Health Administration - აშშ-ის შრომის სამინისტროში არსებული სამმართველო, რომელიც ხელმძღვანელობს შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკის სფეროებს)
პროექტი განხორციელდა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მხარდაჭერით (RG) US Millennium Challenge Corporation (MCC) მოპოვებული გრანტის ფარგლებში. ტრენინგების კურსი, რომელიც  მომზადდა  და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საქართველოსთვის, ითვალისწინებდა ტრენერთა მომზადებას შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვისა და პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში მრეწველობის სხვადასხვა დარგისათვის.
აღნიშნული ტრენინგების ორივე ეტაპი წარმატებით გაიარა და  25.05.2018წ–ს ქ.თბილისში გამართულ შეხვედრაზე შესაბამისი სერთიფიკატი მიიღო  აწსუ აგრარული ფაკულტეტის პროდუქტთა ტექნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გოგიშვილმა, რომელიც შრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების სასწავლო კურსებს ხელმძღვანელობს აგრარული მიმართულების პროგრამებში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.