“აგროინჟინერიის” საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკაზე

აგრარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „აგროინჟინერია“ სტუდენტები 2019 წლის 10 მაისს იმყოფებოდნენ საწარმოო პრაქტიკაზე აბაშის-შპს „მექანიზატორის“ სერვის ცენტრში, აგროფირმა „ზანაგრო“-ში და აგრარული ფაკულტეტის სენაკის სასწავლო მეურნეობაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაცნობის, მისი ექსპლუატაციის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და მრავალწლიანი კულტურების დათვალიერების მიზნით.

ტურიზმის პროგრამის სტუდენტები საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე- 2019

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებს ,გამართულს 3 მაისს თბილისში და 10 მაისს ბათუმში, დაესწრო აგრარული ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 50 მდე სტუდენტი და 6 პროფესორ - მასწავლებელი. ისისნი გაეცნენ აქ წარმოდგენილი ქართული და უცხოუირი კომპანიების ახალ ტურისტულ პროდუქტებს და სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებლებს, ასევე დამყარდა კონტაქტები ტურისტულ კომპანიებთან, როგორც სტუდენტებისთვის შესაძლო ახალი პრაქტიკის/სტაჟირების ობიექტი.

საბაკალავრო პროგრამამ „აგრონომია“ მიიღო სრული აკრედიტაცია

აგრარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამამ „აგრონომია“ მოდულებით: აგროეკოლოგია, აგროტექნოლოგია. მცენარეთა დაცვა, საბაღო-საპარკო მეურნეობა (პროგრამის ხელმძღვანელი:პროფესორი როზა ლორთქიფანიძე, ძირითადი განმახორციელებელი დეპარტამენტი: ,,აგრონომიულ მეცნიერებათა“) 2019 წლის 11 აპრილს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით

საბაკალავრო პროგრამამ „აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა“ მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით

აგრარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამამ „აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა“ (პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი, ასოც.პროფესორი ეკატერინე კახნიაშვილი) ძირითადი განმახორციელებელი დეპარტამენტი: სუბტროპიკული კულტურების პროდუქტთა ტექნოლოგის) 2019 წლის 2 მაისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით.
აბიტურიენტების მიღება აკრედიტირებულ საბაკალავრო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წელს მოხდება 30 ადგილზე, რომელთაგან 30-ივე იქნება სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებული. მომვდევნო წლებში აბიტურიენტების მიღება განხორციელდება იმ მომენტისთვის დადგენილი წესის მიხედვით.

სამაგისტრო პროგრამამ ,,ლანდშაფტური არქიტექტურა“ მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით

აგრარული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამამ ,,ლანდშაფტური არქიტექტურა“ (პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც.პროფესორი რამაზ კილაძე, ძირითადი განმახორციელებელი დეპარტამენტი: ,,ტურიზმისა და ლანდშაფტური არქიტექტურის“) 2019 წლის 1 აპრილს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.