აგრარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამამ „აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა“ (პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი, ასოც.პროფესორი ეკატერინე კახნიაშვილი) ძირითადი განმახორციელებელი დეპარტამენტი: სუბტროპიკული კულტურების პროდუქტთა ტექნოლოგის) 2019 წლის 2 მაისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით.
აბიტურიენტების მიღება აკრედიტირებულ საბაკალავრო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წელს მოხდება 30 ადგილზე, რომელთაგან 30-ივე იქნება სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებული. მომვდევნო წლებში აბიტურიენტების მიღება განხორციელდება იმ მომენტისთვის დადგენილი წესის მიხედვით.

აგრარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამამ „აგრონომია“ მოდულებით: აგროეკოლოგია, აგროტექნოლოგია. მცენარეთა დაცვა, საბაღო-საპარკო მეურნეობა (პროგრამის ხელმძღვანელი:პროფესორი როზა ლორთქიფანიძე, ძირითადი განმახორციელებელი დეპარტამენტი: ,,აგრონომიულ მეცნიერებათა“) 2019 წლის 11 აპრილს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით

ნორვეგიული საგანმანათლებლო საგრანტო პროექტის „ მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობა სოფლად და მემკვიდრეობა. თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის“ ფარგლებში 10 -დან 17 მარტამდე აწსუ აგრარულ ფაკულტეტზე წინა სადიპლომო პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები ყირგიზეთის სამი უნივერსიტეტიდან. ისინი გაეცნენ იმერეთის ტურისტულ პოტენციალს, სოფლად ტურიზმის განვითარების მდგომარეობასა და შესაძლებლობებს.

აგრარული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამამ ,,ლანდშაფტური არქიტექტურა“ (პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც.პროფესორი რამაზ კილაძე, ძირითადი განმახორციელებელი დეპარტამენტი: ,,ტურიზმისა და ლანდშაფტური არქიტექტურის“) 2019 წლის 1 აპრილს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო დღეებში აგრარულ ფაკულტეტს სტუმრობდნენ ყოფილი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის 1980 წლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც 40 წლის შემდეგ, 2018 წლის 23 ნოემბერს თავი მოიყარეს მშობლიური უნივერსიტეტის, ახლანდელი აგრარული ფაკულტეტის, სააქტო დარბაზში და გაიმართა გულითადი შეხვედრა ყოფილ პედაგოგებს, თანაკურსელებსა და ახლანდელ ადმინისტრაციასთან.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.