ნორვეგიული საგანმანათლებლო საგრანტო პროექტის „მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობა სოფლად და მემკვიდრეობა“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად,საერტაშორისო მობილობისთვის შერჩეული იქნა აგრარული ფაკულტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები :ბადრი სირაძე და მარიამ კიკვაძე ერთთვიანი კვლევების ჩასატარებლად ნორვეგიასა და ყირგიზეთში.

მ/წ–ის 2 ნოემბერს, განხორციელდა აგრარული ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტების გასვლა რაჭაში, მისი პოპულარული ტურისტული ობიექტების გასაცნობად.სტუდენტებს ჩაუტარდათ მასტერ-კლასი სხვადასხვა ტურისტული ინვენტარისა და აღჭურვილობის გამოყენებაზე.

საგანმანათლებლო საგრანტო პროექტის „მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობა სოფლად და მემკვიდრეობა. თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის“ ფარგლებში ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთათვის ცხადდება კონკურსი მოკლევადიან მობილობაზე ნორვეგიასა და ყირგიზეთში (1 თვე) კვლევების ჩასატარებლად შემდეგი მიმართულებით:

მ/წ-ის 23 ოქტომბერს აგრარული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ გიორგი ღავთაძეს. უნივერსიტეტის რექტორმა, ტრადიცულ შეხვედრა ზე პირველკურსელებთან, ისაუბრა უნივერსიტეტის აწყმოზე,მის მომავალ პერსპექტივებზე და იმ შესაძლებლობებზე ,რომელსაც უნივერსიტეტი სათავაზობს მის სტუდენტებს.

ა/წ-ს 11 ივლისს   ჩატარდა  აგრარული ფაკულტეტის დეკანის არჩევნები (იხ. ბმული ფაილი)

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.