magistrebis dacva2018 წლის 28 ივნისს აწსუ აგრარული ფაკულტეტის   ტურიზმისა და ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტში შედგა ლანდშაფტური არქიტეტურის მიმართულების მაგისტრების  დაცვა. სამაგისტრო თემები ,რომლებიც ეძღვნებოდა კონკრეტული ობიექტების გამწვანებას, ინტერიერისა და ექსტერიერის მოწყობას, მათ ირგვლივ რეკრიაციული ზონების შექმნას (ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე,სოფ ჭაბუკიანში „Green Vilige“ და ქ.ქუთაისში  ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო) მეტად საინტერესოდ წარმოადგინეს მაგისტრებმა დავით კილაძემ და  ბექა მაღლაფერიძემ, ასოცირებული პროფესორების: ეთერ ბენიძისა და იზაბელ ოჩხიკიძის ხელმძღვანელობით.

2018 წლის 21 ივნისს, აგრარულ ფაკულტეტზე  გაიმართა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქეთევან კინწურაშვილის შეხვედრა ფაკულტეტზე განსახორციელებელი  საგანმანათლებლო პროგრამების  თვითშეფასების ჯგუფის წევრებთან.შეხვედრაზე განხილული იქნა პროგრამების განხორციელების პერსპექტივებთან დაკავშირებული და უნივერსიტეტის ავტორიზაციის ეტაპისთვის აქტუალური საკითხები.

2018 წლის 1 ივნისს,  ქ.თბილისში ჩატარდა სტუდენტთა რესპუბლიკური ოლიმპიადა  „ნიადაგმცოდნეობაში“,რომელსაც ტრადიციულად ორგანიზებას უწევს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის თენგიზ ურუშაძის ხელმძღვანელობით. აღნიშნულ ოლიმპიადაში საქართველოს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის   სტუდენტები. აწსუ აგრარული ფაკულტეტის გუნდმა მოიპოვა წარმატება: 4 სტუდენტმა დაიკავა პირველი ადგილი, 3 სტუდენტმა -  მეორე ადგილი და ერთმა -  მესამე ადგილი. გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: ლაშა ბელთაძე, გიორგი კოპალიანი, ცეზარ კვეტენაძე, გურამ ზარნაძე, ლაშა არველაძე, ნათია ლურსმანაშვილი, გივი ორმოცაძე, შაკო მელაშვილი. სტუდენტთა ჯგუფის მეცნიერ-ხელმძღვანელია აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი,პროფესორი როზა ლორთქიფანიძე.

2018 წლის 6 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე,აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ინიციატივით, ტრადიციულად აღინიშნა გარემოს დაცვის დღე. ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმას ამ დღის აღნიშვნას შეუერთდნენ  აქციით და  დაასუფთავეს ფაკულტეტის კორპუსის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

2017-2018წ.წ.–ში ამერიკის შეერთებული შტატების აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების და ტრენერების მიერ საქართველოში ქ.თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ორ ეტაპად ჩატარდა „შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების“ ტრენინგი OSHA–ს ორგანიზებით.  (OSHA – Occupational Safety and Health Administration - აშშ-ის შრომის სამინისტროში არსებული სამმართველო, რომელიც ხელმძღვანელობს შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკის სფეროებს)
პროექტი განხორციელდა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მხარდაჭერით (RG) US Millennium Challenge Corporation (MCC) მოპოვებული გრანტის ფარგლებში. ტრენინგების კურსი, რომელიც  მომზადდა  და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საქართველოსთვის, ითვალისწინებდა ტრენერთა მომზადებას შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვისა და პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში მრეწველობის სხვადასხვა დარგისათვის.
აღნიშნული ტრენინგების ორივე ეტაპი წარმატებით გაიარა და  25.05.2018წ–ს ქ.თბილისში გამართულ შეხვედრაზე შესაბამისი სერთიფიკატი მიიღო  აწსუ აგრარული ფაკულტეტის პროდუქტთა ტექნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გოგიშვილმა, რომელიც შრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების სასწავლო კურსებს ხელმძღვანელობს აგრარული მიმართულების პროგრამებში.