სუბტროპიკული კულტურების პროდუქტთა ტექნოლოგიის დეპარტამენტი

1952წ.ქუთაისში დაარსდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი,რომელმაც შემდგომში ფუნქციონირება გააგრძელა ქ, სოხუმში, როგორც საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტმა. უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგიის ფაკულტეტის  წამყვან სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობისპროდუქტთატექნოლოგიისკათედრა,რომელსაც1953-1962წწ. ხელმძღვანელობდა დოცენტი მამია გვარამია, 1962-1982 წწ.-ში დოცენტი შოთა კობახიძე, 1982 - 1997 წწ. პროფესორი დავით დევდარიანი, 1997წ-დან კათედრას ეწოდა: სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგიისა და კვების საწარმოების მანქანათმცოდნეობის კათედრა , რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფესორი ნანი ჩიქოვანი, 2005წლიდან  კათედრას შეუერთდა ბიოტექნოლოგიის, ბიოორგანული ქიმიისა და არაორგანული ქიმიის კათედრები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა სუბტროპიკული კულტურებისა და სასურსათო პროდუქტთა ტექნოლოგიების დეპარტამენტი პროფესორ მაყვალა  ფრუიძის ხელმძღვნელობით. 2011 წ-დან აწსუ-ში ფუნქციონირება დაიწყო აგრარულმა ფაკულტეტმა, რომლის სტრუქტურული ერთეულიცგახდასუბტროპიკულიკულტურების პროდუქტთა ტექნოლოგიის დეპარტამენტი და მას დღემდე ხელმძღვანელობს პროფესორი მაყვალა ფრუიძე.  
დეპარტამენტში უკანასკნელი 60 წლის მანძილზე  მოღვაწეობდა და სასწავლო პროცესს წარმართავდა დარგის მრავალი თვალსაჩინო მეცნიერი, რომლებიც წლების მანძილზე ქვეყანას უზრდიდნენ პროდუქტთა გადამამუშავებელი დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და თავიანთი მეცნიერული მიღწევებით ხელს  უწყობდნენ სუბტროპიკული მეურნეობის განითარებას.
ამჟამად, დეპარტამენტი შედგება 9 აკადემიური წევრისა და 4 ტექნიკური პერსონალისაგან, რომელთაგან 2 პროფესორია,  6 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი, 1 დოქტორანტი და 3 დარგის წამყვანი სპეციალისტი.
დეპარტამენტი ანხორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, დეპარტამენტის წევრების მიერ შესრულებულია მრავალი სასწავლო-მეთოდური სამუშაო,შექმნილია ყველა საფეხურის კურიკულუმები, სილაბუსები, მეთოდური მითითებები, სახელმძღვანელოები და დამხმარე სახელმძღვანელოები. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაიწერა 3 ათეულზე მეტი სასწავლო ლიტერატურა. დეპარტამენტში წარმოებს სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები სუბტროპიკული ნედლეულის ქიმიური შედგენილობის კვლევის, მათი გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფისა და მანქანური უზრუნველყოფის მიმართულებთ. კვლევით საქმიანობაში ჩართულია ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მიერ გამოქვეყნებულია რამდენიმე ასეული პუბლიკაცია.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 ფრუიძე მაყვალა პროფესორი
2 კინწურაშვილი ქეთევანი პროფესორი
3 აპლაკოვი ვარლამი ასოცირებული პროფესორი
4 ბენდელიანი ეკატერინე ასოცირებული პროფესორი
5 კახნიაშვილი ეკატერინე ასოცირებული პროფესორი
6 მიქაბერიძე მალხაზი ასოცირებული პროფესორი
7 გოგიშვილი ნანა ასოცირებული პროფესორი
8 ხუციძე თამარი ასოცირებული პროფესორი
9 ქათამაძე ნანა ასისტენტ პროფესორი
10 ჩაკვეტაძე შორენა ლაბორანტი,დოქტორანტი
11 ჩიხლაძე ელისო ლაბორანტი.დოქტორანტი
12 გოგოხია მანანა ლაბორანტი.აკადემიური დოქტორი
13 სულაბერიძე ხათუნა ოპერატორი

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.