ტურიზმის და ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტი

ტურიზმისა და ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტი მოიცავს ორ მიმართულებას - ლანდშაფტური არქიტექტურა და ტურიზმი.  
ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულება დასაბამს იღებს 1952 წლიდან, როდესაც დაარსდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (შემდგომში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ქ. სოხუმში). სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტზე გაიხსნა ”დეკორაციული მებაღეობის” სპეციალობა, ხოლო შემდომ წელს ”დეკორაციული მებაღეობის” კათედრა  და ამ ფორმით ფუნქციონირებდა 2004 წლამდე (ქუთაისში, სოხუმში, ქუთაისში). 2003-2006 წლებში გაერთიანდა „დეკორაციული მებაღეობის“  და „ეკოლოგიის“ კათედრები, შეიქმნა ”დეკორაციული მებაღეობის და ეკოლოგიის” კათედრა.  
ტურიზმის მიმართულება დასაბამს იღებს 2000 წლიდან, როდესაც საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში (ქ. ქუთაისში) ჩამოყალიბდა სპეციალობა "ტურიზმისა და კურორტების სოციალურ-კულტურული სერვისი", რომელიც ფუნქციონირებდა  ჯერ „ტურიზმისა და სპორტის“ (2004 წლამდე), შემდეგ კი „ტურიზმისა და საკურორტო საქმის“ კათედრების შემადგენლობაში (2006 წლამდე).
2006 წელს ”დეკორაციული მებაღეობის და ეკოლოგიის”, აგრეთვე „ტურიზმისა და საკურორტო საქმის“ კათედრების ბაზაზე შეიქმნა „ლანდშაფტური არქიტექტურის, ტურიზმისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა“ დეპარტამენტი ”სუბტროპიკული მეურნეობის, ეკონომიკისა და ტურიზმის” ფაკულტეტის შემადგენლობაში.   
2010 წელს მოხდა ორი მიმართულების განცალკევება - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე შეიქმნა ”სუბტროპიკული კულტურების და ლანდშაფტური არქიტექტურის“ დეპარტამენტი, ხოლო  “ბიზნესისა და მართვის“ ფაკულტეტზე „ტურიზმისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების“ დეპარტამენტი. ასეთი სტრუქტურით საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი შეუერთდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2010 წლის შემოდგომაზე.  შეერთების შემდეგ ტურიზმის მიმართულებამ ფუნქციონირება განაგრძო საზოგადოებრივი მეცნიერებათა (შემდგომში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა) ფაკულტეტის „ეკონომიკისა და ტურიზმის“ დეპარტამენტზე.
2012 წლის შემოდგომამდე აგრარულ ფაკულტეტზე ფუნქციონირებდა ”სუბტროპიკული კულტურების და ლანდშაფტური არქიტექტურის“ დეპარტამენტი, ხოლო 2013-2015 წლებში „ლანდშაფტური არქიტექტურის“ დეპარტამენტი. 2015 წლის შემოდგომაზე ტურიზმის მიმართულება დაუბრუნდა აგრარულ ფაკულტეტს და შეიქმნა „ტურიზმისა და ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტი“, რომელიც ამ ფორმით ფუნქციონირებს დღესაც. 

 

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 ეთერ ბენიძე ასოცირებული პროფესორი
2 რამაზ კილაძე ასოცირებული პროფესორი
3 ეკატერინა გუბელაძე ასოცირებული პროფესორი
4 მარინა კუცია ასოცირებული პროფესორი
5 იზა ოჩხიკიძე ასოცირებული პროფესორი
6 ქეთევან ქუთელია ასისტენტ პროფესორი
7 იზოლდა ხასაია ასოცირებული პროფესორი
8 სერგო ცაგარეიშვილი ასოცირებული პროფესორი
9 აკაკი ნასყიდაშვილი ასოცირებული პროფესორი
10 ელისო გველესიანი ასოცირებული პროფესორი
11 ნანა შარაბიძე ასოცირებული პროფესორი
12 მაია დიაკონიძე ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.მოწვეული სპეციალისტი
13 ავთანდილ ხაჭაპურიძე მოწვეული სპეციალისტი
14 მანანა კობახიძე მოწვეული სპეციალისტი
14 მანანა დავითაია ლაბორანტი
14 სოსო პატარაია ოპერატორი

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.