15-20 ივლისს გაიმართება საგანმანათლებლო ღონისძიება - 10th Nelson Mandela World Human Rights Moot Court Competition

ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობით, 2018 წლის 15-20 ივლისს დაგეგმილია პრეტორიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო ღონისძიება - 10th Nelson Mandela World Human Rights Moot Court Competition.  ღონისძიებაში, რომელიც ჟენევაში, გაეროს ოფისში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ სპეციალური კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებიდან. აქვე გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 აპრილი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

fShare
0

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.