IX საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში

19- 20 ოქტომბერი, 2018 წელი, ქუთაისი

კონფერენცია ეძღვნება პროფ. ვ. ამაღლობელის დაბადებიდან 70 წლისთავს. ცნობილი ამერიკანისტი, ფულბრაიტელი მკვლევარი, პროფ ვ. ამაღლობელი იყო ამერიკის შესწავლის ცენტრისა და ამერიკისმცოდნეობის სპეციალობის დამაარსებელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მანვე ჩაუყარა საფუძველი ამირიკისმცოდნეობის ბიენალური საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებას აწსუ-ში 2002 წელს.
ორგანიზატორები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახური, პროფ. ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრი და ჯონ დოს პასოსის საქართველოს ასოციაცია
მხარდამჭერები: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ძირითადი მიმართულებები:
• აშშ ლიტერატურა
• აშშ ისტორია
• აშშ განათლება
• აშშ კულტურა
• აშშ პოლიტიკა
• რელიგია
• ხელოვნება
• ფილოსოფია
• მასმედია
• სოციალური და ქალთა საკითხები
• სამართალი
• ეკონომიკა
• ჯანდაცვა
• ეკოლოგია
• ქართულ-ამერიკული ურთიერთობები

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
რეზიუმე : 200-250 სიტყვა
რეგლამენტი: მომხსენებელი – 15 წუთი
დისკუსიის მონაწილე – 5-7 წუთი

სტატიის წარმოდგენის მოთხოვნები: კონფერენციის მასალები გამოიცემა ინგლისურ ენაზე კრებულის სახით. მომხსენებლებმა სტატიის საბოლოო ვერსია უნდა წარმოადგინონ კონფერენციის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში. დაიბეჭდება მხოლოდ ანონიმური რეცენზირების შედეგად შერჩეული სტატიები. სტატიის ტექნიკური გაფორმების პარამეტრებს მოგაწვდით მოგვიანებით.

სარეგისტრაციო თანხა:
მასპინძელი ქვეყნის მონაწილეებისათვის – 30 ლარი.
თანხის გადმორიცხვა ხდება საბანკო წესით.
საბანკო რეკვიზიტები: ს.ს. „თიბისი ბანკი“, საბანკო კოდი TBCBGE 22
მიმღების დასახელება ჯონ დოს პასოსის საქართველოს ასოციაცია
ანგარიშსწორების ანგარიში GE06TB7862436020100002

სარეგისტრაციო ფორმისა და რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2018 წლის 20 ივლისი

მისამართი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახური
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. №59
ტელეფონი: +431 245784
ფაქსი: +431 243833
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

საკონტაქტო პირი: მალვინა დავითულიანი

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.