აწსუ ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შიდასაფაკულტეტოს საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

აწსუ-ს რექტორის #01-04/31, 27.06.2018 ბრძანების და „სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, აწსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 26 ივნისის №193 დადგენილების საფუძველზე, გამოცხადებული კონკურსში დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს შემდეგი შეფასების ეტაპზე გადავიდა საპროექტო/დასაფინანსებელი განაცხადები:

„საარჩევნო მარკეტინგისა და პოლიტიკური რეკლამის როლი აწსუ სტუდენტთა სწავლებისა და პოლიტიკური მსოფლ-მხედველობის ფორმირებაში“;
„დოქტორანტთა ინტერდისციპლინური კლასტერის - „სამართალი, სახელმწიფო, პოლიტიკა, ეკონომიკა“ - დაფუძნებისთვის მოსამზადებელი პროექტი“.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს დადგენილება #1

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.