სტუდენტთა შემეცნებითი პროექტი „I’m Trader”

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, მ/წლის 23 ივლისიდან 13 აგვისტომდე პროექტი “I’m Trader” დევიზით: „ისწავლე და დასაქმდი შინიდან გაუსვლელად!“ ჩატარდა.

„I’m Trader” წარმოადგენს საგანმანათლებლო შემეცნებით პროექტს, რომლის საშუალებითაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და კომპანია „HD FOREX” https://hdforex.com/ka/damoukidebeli-vatchroba/ ამზადებს მაღალი კლასის პროფესიონალ ტრეიდერებს.

პროექტი ითვალისწინებდა საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე (FOREX) მიმდინარე მოვლენებისა და ვაჭრობის წესების შესწავლას და გამარჯვებულის საბროკერო კომპანია „HD FOREX” -ში დასაქმებას.
პროექტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 3 კვირით და მოიცავდა ხუთ ეტაპს:
I. პროექტში მონაწილე 20 სტუდენტი შეირჩა კონკურსის წესით;
II. მონაწილეები დატრენინგდა საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე (FOREX) ვაჭრობის წესებსა და საბირჟო ფსიქოლოგიაში;
III. დატრენინგებული სტუდენტები უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსდა ჯგუფური ტრეიდინგის დასაწყებად;
IV. ინდივიდუალური ტრეიდინგი;
V. პროექტის შეჯამება და გამარჯვებულების დაჯილდოება.
პროექტი პირველად განხორციელდა 2015 წელს და ერთ-ერთი გამარჯვებული იყო საბროკერო კომპანია „HD FOREX”-ის მენეჯერი, 3 მონაწილე კი დღემდე აგრძელებს ვაჭრობას ფორექსის ბაზარზე.
ამჟამად პროექტის გამარჯვებულად გამოვლინდა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ფირცხალავა, რომელსაც საბროკერო კომპანიისგან 1000 ამერიკული დოლარი გადაეცა საჩუქრად და ამავე კომპანიაში აიყვანეს ტრეიდერად.
მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები - ვახო ბუბაშვილი და გიორგი ლაბუჩიძე - საბროკერო კომპანიამ აიყვანა სტაჟიორებად მომავალში დასაქმების მიზნით.

fShare
24

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.