2018 წლის 8 და 9 ოქტომბერს 12 საათზე საჯარო ლექცია „სადაზღვევო ეთიკა“

სადაზღვევო სისტემების შედარება, სადაზღვევო სისტემის რუმინული მოდელის განხილვა,სადაზღვევო პოლიტიკის ღირებულებები და სახელმწიფო პოლიტიკა.
ლექციას წაიკითხავს ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოცხადებულ შიდა საგრანტო კონკურში გამარჯვებული პროექტის - "დაზღვევა და სამართალი" - ფარგლებში მოწვეული ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტის (იასი, რუმინეთი) პროფესორი სორინა ჩიფერი. ლექცია განკუთვნილია სამართლის და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.
საჯარო ლექციის ჩატარების ადგილი: ახალ საბიბლიოთეკო კორპუსში, 22-208 აუდიტორია

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.