საჯარო ლექცია თემაზე: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, როგორც ჩეხეთის რეგიონული განვითარების ინსტრუმენტი"

მ/წლის 22 ოქტომბერს 15:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსში, #208 აუდიტორიაში, გაიმართება ჩეხეთის რესპუბლიკის თომას ბატას უნივერსიტეტის პროფესორის პაველ ბედნარის საჯარო ლექცია თემაზე: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, როგორც ჩეხეთის რეგიონული განვითარების ინსტრუმენტი"; 24 ოქტომბერს 15:00 სთ-ზე საჯარო ლექცია თემაზე: "კლასტერები და ეროვნული და რეგიონული კლასტერული პოლიტიკის განვითარება ჩეხეთში: რეგიონის ინოვაციური ინტელექტუალური სპეციალიზაციის სტრატეგიის მიმართულება". საჯარო ლექცია ტარდება ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით და მიზნად ისახავს მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას. 

fShare
31

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.