საჯარო ლექცია თემაზე - „ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები”

მიმდინარე წლის 11 იანვარს 12 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ საბიბლიოთეკო კორპუსში (#22-208 აუდიტორია) სამართლის დეპარტამენტის ინიციატივით დაგეგმილია საჯარო ლექცია თემაზე - „ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები”.
ლექციას წაიკითხავენ:
ლონდა თოლორაია - შსს-ოს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი;
ლადო ჯავახიშვილი - იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
ნინო ტყეშელაშვილი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.