ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2019 წლის 11 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.

შიდასაფაკულტეტო კომისია მიღებულ პროექტებს შეაფასებს 20-21 თებერვალს, 22 თებერვალს გამოცხადდება კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი 2019 წლის 1 მარტიდან 7 მარტის ჩათვლით შეაფასებს პროექტებს და 11 მარტს გამოცხადდება კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 18 მარტს. გამარჯვებული საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყება 2019 წლის 1 აპრილიდან. დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციები საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

რძანება შიდასაფაკულტეტო გრანტის გამოცხადების შესახებ 

შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესები

პროექტის სააპლიკაციო ფორმა

პროექტის ბიუჯეტი

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.