აწსუ ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის წარმატებ

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ბექა ძოწენიძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის CSI სტიპენდიანტი გახდა. 2015 წ. მიღების სამართლის საბაკალავრო პროგრამის 2018-2019 სასწ. წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტმა სტიპენდიის მიღებამდე ონლაინ სასწავლო პლატფორმა (www.e-learning.ge) საჯარო პოლიტიკის ანალიზის სასწავლო კურსი გაიარა და სამოქალაქო საზოგადოების კონკურსში შემდეგ ჩაერთო. იგი, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში - CSI“.

სტაჟირების პროგრამა მესამედ გამოცხადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგისა და პოლიტიკის დიალოგში გასააქტიურებლად“ ფარგლებში. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა.
ბექა ძოწენიძეს გავლილი აქვს: კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემია; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის EECMD დემოკრატიის სკოლა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სერტიფიცირებული პროგრამა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია ულოცავს ბექა ძოწენიძეს ამ ღირსეულ წარმატებას!“

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.