სამართლის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების წარმატება

სამართლის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტმა მარიამ შენგელიამ და მესამე კურსის სტუდენტმა ნორა თავბერიძემ ERASMUS+ პროექტის ფარგლებში მოიპოვეს სრული დაფინანსება და სტიპენდია ერთი სემესტრის ვადით 2019-2020 აკადემიური წლისათვის გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამაზე სამართლის მიმართულებით ვერსალის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ბიზნესის, სამართლის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მარიამ შენგელიას და ნორა თავბერიძეს, ასევე მათ მშობლებს, დამსახურებულ წარმატებას და უსურვებს შინაარსიან და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას ვერსალის უნივერსიტეტში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.