ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის სამაგისტრო და სადოქოტორო პროგრამის სტუდენტების შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან

20 მაისს აწსუ ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის სამაგისტრო და სადოქოტორო პროგრამის სტუდენტები დაესწრნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის პირველ ვიზიტს საქართველოში. შეხვედრა შედგა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში და კრისტინ ლაგარდმა სტუდენტებთან ინკლიუზიურ ზრდაზე ისაუბრა. მან დადებითად შეაფასა ქვეყნის საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმები და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. იგი პირველი ქალი ხელმძღვანელია აღნიშნულ თანამდებობაზე, რომელიც 2016 წელს მე-2 ვადით აირჩიეს.
ლექცია სტუდენტებისთვის იყო მნიშვნელოვანი და ღირებული, რადგანც ქალბატონ კრისტინ ლაგარდიმ ყურადღება გაამახვილა არა მარტო ინკლუზიური ზრდის როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არამედ გამოკვეთა სამი ძირითადი ფაქტორი, რაც პრეზენტაბელურობას და კომუნიკაციას ბევრად ეფექტურს ხდის, კერძოდ:
I. „თუ გინდათ რომ დაგინახონ, ფეხზე უნდა დადგეთ და ისე ესაუბროთ აუდიტორიას;
II. თუ გინდათ რომ მოგისმინონ, ხმამაღლა უნდა ესაუბროთ;
III. თუ გინდათ რომ გაგიგონ, მოკლედ ესაუბრეთ“.
მადლობა საქართველოს ერვნული ბანკის ადმინისტრაციას, რომ ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს მისცა შანსი მოესმინათ მსოფლიოში პირველი ფინანსისტის მოხსენება ინკლუზიურ ზრდაზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.